მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:46

45. ამდენი ხალხის დანახვაზე იუდეველები შურით აღივსნენ და გმობით უარყოფდნენ იმას, რასაც ამბობდა პავლე.46. ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ.47. რადგანაც ასე გვამცნო უფალმა: „დაგადგინე შენ წარმართთა ნათლად, რათა იყო ხსნად ქვეყნის კიდემდე“.
მოციქულთა საქმეები თავი 13
46. ხოლო პავლემ და ბარნაბამ თამამად თქვეს: პირველად თქვენთვის უნდა გვეუწყებინა ღვთის სიტყვა, მაგრამ რაკი უარყოფთ მას და საუკუნო სიცოცხლის უღირსად მიგაჩნიათ თავი, მაშინ ჩვენც წარმართებს მივმართავთ.
თავი კ̂. პავლეს მიერ სწავლაჲ ქრისტესთჳს შესაკრებელსა შინა ჰურიათასა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
განეცხადნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, ხოლო ვინაჲთგან განიშორებთ მას, და არა-ღირსად გიშჯიან თავნი თჳსნი ცხოვრებისა საუკუნოჲსა, აჰა ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ, რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ უფალმან, ვითარმედ: დაგადგინე შენ ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით-კიდედმდე ქუეყანისა (13,46-47).:

თარგმანი: განცხადებაჲ ესე ამისი ნაცვალი არს, ვითარმედ კადნიერ იქმნნეს ბარნაბა და პავლე და თქუეს: თქუენდა ჰურიათა ჯერ-იყო პირველად მითხრობად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, რამეთუ წინა-განსწავლულ იყვენით შჯულისა მიერ და წინაჲსწარმეტყუელთა სარწმუნოებისათჳს ქრისტესისა, რომელსა-იგი ნებსით განიშორებთ, და არა ღირს ჰყოფთ თავთა თქვენთა ცხორებისა საუკუნოჲსა, რამეთუ ღმერთსა ყოველთა კაცთადა უშურველად წინა-უყოფიეს გზაჲ ცხორებისაჲ, ხოლო ესე კაცად-კაცადისა ჴელმწიფებასა შინა არს, რაჲთა ანუ შეიწყნაროს, ანუ გარე-მიაქციოს თავისა თჳსისაგან წყალობაჲ. ღმრთისაჲ. ამისთჳს არა თუ მოუქცეველად წარვალთ, არამედ მივიქცევით ოდენ წარმართთა მიმართ, რაჲთა, ოდესცა გინდეს, კუალად მოვიქცეთ თქუენდა, და ესეცა წინაჲსწარმეტყუელებით წინა-მოსწავებულ არს ესაიაჲსგან, რამეთუ სიტყუაჲ იგი მამისაჲ, რომელი ჰურიათა სულთა ტყუეობისაგან ეშმაკისა გამოჴსნად და სიბრმისა თუალთა მათთაჲსა აღხილვად მოივლინა, ქადაგებითა მათდა მიტევებისაჲთა, რაჟამს მათ განიშორეს, სამართლად ესმა მამისაგან, ვითარმედ: აჰა ესერა დავადგინე შენ ნათლად წარმართთა და ზოგად ყოველთა კაცთა მაცხოვრად კიდით-კიდემდე ქუეყანისა. ესრეთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო განსლვად იყო სამარიაჲთ“ (4,4).:

...აული. ხოლო ამას ამისთჳს იქმოდა, რაჲთა ჰურიათა ყოველი სიტყუაჲ დაელიოს და ვერ იტყოდიან, თუ: ჩუენ დაგჳტეობდა და წინადაუცუეთელთა მიმართ მივიდოდა. ამისთჳს იტყოდეს მოციქულნი, ვითარმედ: „თქუენდა ჯერიყო თქუმად სიტყუაჲ ღმრთისაჲ. ვინაჲთგან უკუე უღირსად გამოა-ჩინებთ თავთა თქუენთა, ამისთჳს მივიქცეთ წარმართთა მიმართ“. და ქრისტე იტყოდა, ვითარმედ: „არა მოვლინებულ ვარ, გარნა ცხოვართა მათ წარწყმედულთა სახლისა ისრაჱლისათა“. ვინაჲთგან უკუე მათ არა ისმინეს, ამისთჳს განუღო კარი წარმართთა. და ესრეთცა არა განზრახვით, არამედ გარეწარად მივიდა მუნ, წარჰვლიდა რაჲ; მი-უკუე-ვიდა ქალაქსა სამარიტელთასა, ვითარცა იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივიდა ქალაქსა სამარიტელთასა, რომელსა ჰრქჳან სჳქარ, მახლობელად დაბასა, რომელი მისცა იაკობ იოსებს, ძესა თჳსსა. და იყო მუნ წყაროჲ იაკობისი“ (4,5-6).

თ ა რ გ მ ა ნ ი: რაჲსათჳს მოგჳთხრობს წულილ-წულილად მახარებელი ადგილისა მის სასწაულთა? გარნა ამისთჳს, რაჲთა რაჟამს გესმეს, ვითარმედ იტყოდა დედაკაცი, თუ: „იაკობ, მამამან ჩემმან, მოგუცა წყაროჲ,“ ესე არა უცხოდ აღგიჩნდეს, არამედ სცნა, ვითარმედ იგი არს ადგილი, სადა ყვეს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲთ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა (ვისმინოთ ესეცა იგავი, ვითარ შუენიერ არს და საშინელ): ემსგავსა სასუფეველი ღმრთისაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ. და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები ჩემი და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. ხოლო სხუათა შეიპყრნეს მონანი იგი მისნი, აგინეს და მოსწყჳდნეს. ხოლო მეუფე იგი განრისხნა და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცისმკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. წარვედით მებოძირთა გზა-თასა და რავდენნიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას. და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რავდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. და შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე. და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი, და მცირედ - რჩეულნი“ (22,1-14).:

...რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ, ხოლო თქუენ ეგერა განიშორებთ და არა ღირსად გიშჯიან თავნი თქუენნი ცხორებისათჳს საუკუნოჲსა. აჰა ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ. რამეთუ ესრეთ მამცნო ჩუენ ღმერთმან, რაჲთა აღესრულოს წერილი, ვითარმედ: დაგადგინე ნათლად წარმართთა, რაჲთა იყო შენ მაცხოვრად კიდით კიდედმდე ქუეყანისა“.

მაშინ აღესრულა სიტყუაჲ ესე ამის იგავისაჲ, ვითარმედ: „განვედით უბანთა და ყურეთა ქალაქისათა, გზათა ზედა და ფოლოცთა და უცხოთა, ბრმათა და მკელობელთა შემოხადეთ აქა“. რამეთუ ვინაჲთგან მრავალგზის თქუა, ვითარმედ: მეძავთა და მეზუერეთა უსწრონ მათ სასუფეველად, და იგინი განითხინენ გარე; და კუალად: „იყვნენო წინანი უკუანა, და უკუანანი - წინა“, ; (20,16) აწ გამოაჩინებს, ვითარმედ სამართლად იქმნა ესე, მათი იგი განვრდომაჲ და წარმართთა შემოსლვაჲ პატივსა მას.

ხოლო კუალად, რაჲთა ესენიცა წარმართთაგანნი მორწმუნენი არა მიენდვნენ სარწმუნოებასა ოდენ, ამისთჳს გუაუწყებს სასჯელსა მას ბოროტ-თა საქმეთასა, რომელი განმზადებულ არს ურწმუნოთათჳს, ამისთჳს, რომელ არა მოვიდეს სარწმუნოებად, ხოლო მორწმუნეთათჳს ცოდვილთა - არადამარხვისათჳს ნიჭისა მის, რომელი...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და აჰა ვარსკულავი იგი, რომელი იხილეს აღმოსავალით, წინაუძღოდა მათ, ვიდრემდე მოვიდა და დაადგრა ზედა, სადაცა იყო ყრმაჲ იგი. ხოლო მათ ვითარცა იხილეს ვარსკულავი იგი, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად“ (2,9-10).:

...ისთჳს მყოფთა მათ სპარსეთისათა უსწრვეს პირველ იერუსალჱმელთაჲსა თაყუანის-ცემად უფლისა, ვითარცა ოდესმე პავლე ეტყოდა ჰურიათა, ვითარმედ: „თქუენდა ჯერ-იყო პირველად რქუმად სიტყუაჲ ესე ღმრთისაჲ. ხოლო თქუენ ეგერა განიშორებთ და არა ღირს გიშჯიან თავნი თჳსნი ცხორებისათჳს საუკუნოჲსა. აჰა ესერა მივიქცევით წარმართთა მიმართ“. და აქაცა მათ უღირდა მღჳძარებაჲ და სწავლაჲ შობისათჳს უფლისა; ხოლო ესე რაჲ არა ქმნეს, არამედ პირველ ეუწყა შორიელთა მათ და მოვიდეს სიხარულით და ესმა მათგან საკჳრველი იგი დიდებული, არავე მირბიოდეს უბადრუკნი იგი ჰურიანი თაყუანის-ცემად, არცა ინებეს ხილვად კეთილთა მათ მოუგონებელთა, საიდუმლოსა მას, რომლისა ხილვად სწადის ანგელოზთა. ამისთჳსცა იგინი რაჲ უდებ იქმნეს და ძილითა მით სიკუდილის მსგავსითა შეპყრობილ, უცხოთა მათ და შორიელთა მიიტაცეს მიუთხრობელი იგი ნიჭი და ღირს იქმნეს თაყუანის-ცემად მეუფისა.

სწავლაჲ ზ

კრძალულებით ზიარებისათჳს წმიდათა საიდუმლოთასა და მოწყალებისათჳს და სივლტოლისათჳს სახიობათაგან

აწ უკუე ჩუენცა ვჰბაძვიდეთ მოგუთა მათ და ჩუეულებათა მათგან ბარბაროზებრივთა განვეშორნეთ და ქუეყანაჲ იგი ვნებათაჲ დაუტეოთ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ხილვად ქრისტესა, რამეთუ იგინიცა უკუეთუმცა არა შორს განშორებულ იყვნეს ქუეყანისაგან თჳსისა, არა...

სრულად ნახვა