თარგმანი: პაფოჲ საზღვარი არს სალამინით დაწყებისაჲ და ვიდრე მისდამდე გარე-მოვლისაჲ, რამეთუ ზოგად ყოველი ჭალაკი მოვლეს, გარნა აქაცა მსგავსი სიმონ მოგჳსაჲ ესეცა ჰურიათაგანივე მოგჳ, ცრუ წინაჲსწარმეტყუელი, რომლისაჲ ერწმუნა ანთჳპატსა პატივით, რომლისა მრჩობლ იყვნეს სახელნი — სერგი და პავლე. რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს უტყუელთა მომთხრობელთაჲ, რაჲთა სახელნიცა საკუთარი და ნართაული პატივითურთ მისით აღწერნენ, რომლისათჳს თხრობასა ჰყოფდენ. ამის ანთჳპატისა გონიერებაჲ ამით წამებულ არს, რამეთუ წინა-დაეპყრნეს ყურნი მისნი ცრუ წინაჲსწარმეტყუელისა მის მოგჳსა სიტყუათა, არამედ ეგრეცა არა დაყენებულ იქმნა მოსწრაფებით ძიებად, რაჲთა ისმინნეს სიტყუანი ღმრთისანი ქადაგთაგან ჭეშმარიტებისათა.
მოციქულთა საქმეები 13:7
6. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტყველს, სახელად ბარიესოს,7. რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა. მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა.8. მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული.
მოციქულთა საქმეები თავი 13