მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:6

5. სალამინში ყოფნისას ღვთის სიტყვას ქადაგებდნენ იუდეველთა სინაგოგებში და იოანეც თან ჰყავდათ მსახურებისას.6. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტყველს, სახელად ბარიესოს,7. რომელიც პროკონსულ სერგიუს პავლიუსს, გონიერ კაცს ახლდა. მან უხმო ბარნაბასა და სავლეს, რადგანაც სურდა მოესმინა ღვთის სიტყვა.
მოციქულთა საქმეები თავი 13
6. როცა მთელი კუნძული მოიარეს პაფოსამდე, შეხვდნენ ერთ მოგვს, იუდეველ ცრუწინასწარმეტყველს, სახელად ბარიესოს,
თავი ი̂თ. წარვლინებისათჳს ბარნაბაჲსსა და პავლესსა და რაჲ-იგი ეყო ელჳმას მოგუსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა მოვლეს ყოველი იგი ჭალაკი ვიდრე პაფოდმდე, პოვეს კაცი ვინმე მოგჳ, ცრუ წინაჲსწარმეტყუელი ჰურიაჲ, რომლისა სახელი ბარ-იისუ, რომელი-იგი იყო მთავრისა მის ანთჳპატისა თანა სერგისა პავლესა, კაცისა გონიერისა. ამან მოუწოდა ბარნაბას და სავლეს, და ეძიებდა მათგან სმენად სიტყუასა ღმრთისასა (13,6-7).:

თარგმანი: პაფოჲ საზღვარი არს სალამინით დაწყებისაჲ და ვიდრე მისდამდე გარე-მოვლისაჲ, რამეთუ ზოგად ყოველი ჭალაკი მოვლეს, გარნა აქაცა მსგავსი სიმონ მოგჳსაჲ ესეცა ჰურიათაგანივე მოგჳ, ცრუ წინაჲსწარმეტყუელი, რომლისაჲ ერწმუნა ანთჳპატსა პატივით, რომლისა მრჩობლ იყვნეს სახელნი — სერგი და პავლე. რამეთუ ესე ჩუეულებაჲ არს უტყუელთა მომთხრობელთაჲ, რაჲთა სახელნიცა საკუთარი და ნართაული პატივითურთ მისით აღწერნენ, რომლისათჳს თხრობასა ჰყოფდენ. ამის ანთჳპატისა გონიერებაჲ ამით წამებულ არს, რამეთუ წინა-დაეპყრნეს ყურნი მისნი ცრუ წინაჲსწარმეტყუელისა მის მოგჳსა სიტყუათა, არამედ ეგრეცა არა დაყენებულ იქმნა მოსწრაფებით ძიებად, რაჲთა ისმინნეს სიტყუანი ღმრთისანი ქადაგთაგან ჭეშმარიტებისათა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის