მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 13:9

8. მაგრამ მათ წინ აღუდგა მოგვი ელიმა, რადგანაც ასე ითარგმნება მისი სახელი, და ცდილობდა რწმენისაგან მიექცია პროკონსული.9. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას10. და უთხრა: ეჰა, სავსეო ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი?
მოციქულთა საქმეები თავი 13
9. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას
თავი ი̂თ. წარვლინებისათჳს ბარნაბაჲსსა და პავლესსა და რაჲ-იგი ეყო ელჳმას მოგუსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო სავლე, რომელ არს პავლე, აღივსო სულითა წმიდითა, მიხედა მას და ჰრქუა: ჵ სავსეო ყოვლითა ზაკუვითა და ყოვლითა მანკიერებითა, შვილო ეშმაკისაო და მტერო ყოვლისა სიმართლისაო, არა დასცხრეა გარდაქცევად გზათა მათ უფლისათა წრფელთა? (13,9-10).:

თარგმანი: შემდგომად აწინდელისა ამის ჴელთ-დასხმისა შეეცვალა სახელი სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა ამითცა სწორ იყოს პეტრესსა, თავისა მის მოციქულთაჲსა, რამეთუ ვიდრე იგი მდევარ იყო ეკლესიათა, მაშინ სამართლად სახელოთი-ედებოდა სავლე, რამეთუ შემარყეველ იყო ეკლესიათა, ხოლო აწ, რაჟამს შეიცვალა, ჯეროვნად შეეცვალა სახელიცა პავლედ, რამეთუ დასცხრა შფოთებისაგან მყუდროებად და აღივსო სულითა წმიდითა, ესე იგი არს, არა მრისხანებით მეტყუელებს, არამედ სულისა მიერ დაფარულსა გულისა მისისასა ცხად ჰყოფს, რამეთუ სავსე იყო ზაკუვითა და მანკიერებითა ბოროტად მორწმუნეობისაჲთა; და კუალად, შვილ ეშმაკისა წოდებითა ბილწებასა საქმეთა მისთასა განაქიქებს, რამეთუ საეშმაკოთა საქმეთა მოქმედ იყო, და ყოვლისავე სიმართლისა მტერ, რამეთუ ცრუ-წინაჲსწარმეტყუელებდა და არა მოციქულთა ჰბრძოდა, არამედ წრფელთა მათ გზათა უფლისათა გარდამაქცეველ იქმნებოდა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის