თარგმანი: შემდგომად აწინდელისა ამის ჴელთ-დასხმისა შეეცვალა სახელი სავლეობისაგან პავლედ, რაჲთა ამითცა სწორ იყოს პეტრესსა, თავისა მის მოციქულთაჲსა, რამეთუ ვიდრე იგი მდევარ იყო ეკლესიათა, მაშინ სამართლად სახელოთი-ედებოდა სავლე, რამეთუ შემარყეველ იყო ეკლესიათა, ხოლო აწ, რაჟამს შეიცვალა, ჯეროვნად შეეცვალა სახელიცა პავლედ, რამეთუ დასცხრა შფოთებისაგან მყუდროებად და აღივსო სულითა წმიდითა, ესე იგი არს, არა მრისხანებით მეტყუელებს, არამედ სულისა მიერ დაფარულსა გულისა მისისასა ცხად ჰყოფს, რამეთუ სავსე იყო ზაკუვითა და მანკიერებითა ბოროტად მორწმუნეობისაჲთა; და კუალად, შვილ ეშმაკისა წოდებითა ბილწებასა საქმეთა მისთასა განაქიქებს, რამეთუ საეშმაკოთა საქმეთა მოქმედ იყო, და ყოვლისავე სიმართლისა მტერ, რამეთუ ცრუ-წინაჲსწარმეტყუელებდა და არა მოციქულთა ჰბრძოდა, არამედ წრფელთა მათ გზათა უფლისათა გარდამაქცეველ იქმნებოდა.
მოციქულთა საქმეები 13:10
9. ხოლო სავლე, იგივე პავლე, აღივსო სულით წმიდით, შეხედა მას10. და უთხრა: ეჰა, სავსეო ყოველგვარი მზაკვრობით და უკეთურობით, ეშმაკის ძეო და ყოველგვარი სიმართლის მტერო, როდემდის უნდა ამრუდო უფლის წრფელი გზანი?11. აჰა, ახლა შენზეა უფლის ხელი: დაბრმავდები და დრომდე ვეღარ იხილავ მზეს. მაშინვე თავს დაატყდა წყვდიადი და უკუნეთი, აქეთ-იქით აწყდებოდა და ეძებდა გამძღოლს.
მოციქულთა საქმეები თავი 13