მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 14:15

14. მაგრამ მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ეს რომ გაიგეს, ტანსაცმელი შემოიხიეს, ხალხს მივარდნენ და შეჰყვირეს:15. რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია,16. და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ.
მოციქულთა საქმეები თავი 14
15. რას სჩადით, ხალხო? ჩვენც თქვენნაირი კაცნი ვართ და გახარებთ, რათა ამ ცრუ ღვთაებებიდან ცოცხალი ღმერთის მიმართ მიიქცეთ, რომელმაც შექმნა ცა, მიწა, ზღვა და ყოველივე ის, რაც მათშია,
თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო მღდელმან მან დიოს კერპისამან, რამეთუ იყო იგი მთავარი მის ქალაქისაჲ, კუროები და გჳრგჳნები ბჭეთა ზედა ქალაქისათა მოიღო ერისა მის თანა, და ეგულებოდა ზორვად. ესმა რაჲ ესე მოციქულთა, ბარნაბას და პავლეს, დაიპეს სამოსელი მათი და შეჴდეს ერსა მას შორის, ღაღადებდეს და იტყოდეს: კაცნო, რასა იქმთ ამას, რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი (14,13-15).:

თარგმანი: ვიდრემდის ერი იგი ჴმობდა, არარაჲ სიტყუა-უგეს, რამეთუ ლიტონად შფოთებად შეერაცხა, ხოლო რაჟამს მღდელი იგი დიოჲსი საქმით განემზადა დაკლვად კუროებისა, და დადგმითა გჳრგჳნისაჲთა ზორვად მოციქულთა, მაშინ დაიპეს სამოსელი მათი, არა თუ უწესოებით აღძრვითა, არამედ რაჲთა საზარელობითა საქმისაჲთა შეუძლონ დაპყრობად მქანარებასა ერისა აღძრულისასა, და რამეთუ ჩუეულებაჲცა იყო ისრაელთაჲ ამისსა ქმნად, ვითარ-იგი ისო და მის თანა მთავართა დაიპეს სამოსლები მეოტობასა5 ზედა და მოწყუედასა ერისასა კაცთა მიერ ქალაქისა გაისათა. და კუალად, ვითარ-იგი კაიაფა დაიპო სამოსელი, რაჲთა ქრისტესა დასწამოს ღმრთის-მგმობარ ყოფაჲ. გარნა, ვინაჲთგან არა წერით, არამედ მოპოვნებით მოეპოვა ესე ჰურიათა, ამისთჳს ეტყჳს ღმერთი წინაჲსწარმეტყუელისა მიერ: დაიპენით გულნი თქუენნი და ნუ სამოსელნი თქუენნი. ესე უკუე არა-საბაძველი დაპებაჲ სამოსელთაჲ ჟამიერად იჴუმიეს მოციქულთა რაჲთა უჩუენონ ერსა ბრალი ღმრთის-მგმობრობისაჲ, ვითარმედ: ჩუენ თქუენსავე მსგავსად ვნებულნი კაცნი ვართ, ხოლო სასწაული ესე, რომელ გიკჳრს, არა ჩუენი არს, არამედ ღმრთისა, ყოველთა შემოქმედისაჲ. ესრეთ ყოველსა ადგილსა ევლტოდეს...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...უფლისეულთაგან არაფერს თმობდა; ამბობდა, რომ ყოველივე უფლისა იყო, თავისი საკუთარი საქმეებიც კი. არ ითვისებდა ღვთის დიდებას. ამის დასტურად მოუსმინე, რას ამბობს იგი სხვაგანაც: „კაცნო, რასა იქმთ ამას?" ()2. „ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი" (). აი, ეს არის: „სარწმუნოდ შემრაცხა მე" (). და კვლავ სხვაგან ამბობს: „უმეტეს მათ ყოველთასა დავშუერ; არა მე, არამედ მადლი იგი ღმრთისაჲ, რომელი იყო ჩემ თანა" (); და კვლავ: „ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და შეწევნასა" (). ამით აჩვენებს იგი თავის თავს სასჯელის ღირსად; რამეთუ წყალობა ასეთთა მიმართ აღესრულება....

სრულად ნახვა
ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
3. მოციქულთა უძლურება და მადლის ნუგეში:

...ძალა ჰქონოდა, განა ღმერთად არ ჩათვლიდნენ მას? ასევე ვხედავთ ლისტრაში მცხოვრებლებსაც, როგორ დაემართათ ეს პავლესა და ბარნაბას მიმართ და ისინი ღმერთებად ჩათვალეს, როცა პავლემ და ბარნაბამ ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ და ყვირილით ამბობდნენ: „კაცნო, რასა იქმთ ამას?“ (). „რამეთუ ჩუენცა კაცნივე ვართ მსგავსნი თქუენნი“ (). და კვლავ, როცა პეტრემ დაბადებიდან კოჭლი განკურნა და ყველა მომხდარით გაკვირდა, მან პასუხად თქვა: „კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?“ (). ახლა კვლავ ნეტარ პავლესაც მოუსმინე, რომელიც ამბობს: „მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო“ ().

მაგრამ, ამბობს, აქ საუბარია თავმდაბლობაზე. არამც და არამც, ეს ას...

სრულად ნახვა