თარგმანი: იხილე სიბოროტე ჰურიათაჲ ვითარ რომელთა წარმართნი ღმრთად აღსაარებასა და ზორვას წინა-უყოფდეს, ამათ იგინი მტყუვარ უწოდდეს და ქალაქითი-ქალაქად უკუანა მიუდგეს, რაჲთა სხუანიცა აცთუნნენ მათდა მიმართ და განადგინნენ ღმრთისაგან. ხოლო პავლეს ზედა აქა იწყო სიტყუამან საუფლომან აღსრულებად, ვითარმედ: ძალი ჩემი უძლურებასა შინა გამოჩნდების, რამეთუ სიკუდიდ განწირული და ქვა-დაკრებით განთრეული კუალად შევალს ქალაქად ახოვნებით ბრძოლად მტერთა ღმრთისათა.
მოციქულთა საქმეები 14:18
17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.18. ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი.19. მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ.
მოციქულთა საქმეები თავი 14