მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 14:19

18. ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი.19. მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ.20. მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს,
მოციქულთა საქმეები თავი 14
19. მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ.
თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ესე რაჲ წართქუეს, ძნიად დაცხრვეს ერი იგი არა-ზორვად მათდა, არამედ კაცად-კაცადი წარსლად ვანად თჳსსა. და ვიდრეღა იქცეოდეს იგინი მუნ და ასწავებდეს, მოიწინეს ანტიოქიაჲთ და იკონიაჲთ ჰურიანი და, ვიდრე-იგი ეტყოდეს მათ განცხადებულად, არწმუნეს ერსა მას განშორებად მათგან, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ არარას ჭეშმარიტსა იტყჳან, და ქვაჲ დაჰკრიბეს პავლეს და განითრიეს იგი გარეშე ქალაქსა მას. ეგრე ჰგონებდეს, ვითარმედ მომკუდარ არს იგი (14,18-20).:

თარგმანი: იხილე სიბოროტე ჰურიათაჲ ვითარ რომელთა წარმართნი ღმრთად აღსაარებასა და ზორვას წინა-უყოფდეს, ამათ იგინი მტყუვარ უწოდდეს და ქალაქითი-ქალაქად უკუანა მიუდგეს, რაჲთა სხუანიცა აცთუნნენ მათდა მიმართ და განადგინნენ ღმრთისაგან. ხოლო პავლეს ზედა აქა იწყო სიტყუამან საუფლომან აღსრულებად, ვითარმედ: ძალი ჩემი უძლურებასა შინა გამოჩნდების, რამეთუ სიკუდიდ განწირული და ქვა-დაკრებით განთრეული კუალად შევალს ქალაქად ახოვნებით ბრძოლად მტერთა ღმრთისათა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის