მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 14:17

16. და რომელმაც გარდასულ თაობებში ნება უბოძა ყველა ხალხს, თავიანთი გზით ევლოთ.17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.18. ამ სიტყვებით, როგორც იქნა, დააოკეს ხალხი, რომ აღარ შეეწირათ მსხვერპლი.
მოციქულთა საქმეები თავი 14
17. თუმცა სიკეთის მოქმედს მოწმობის გარეშე არასოდეს დაუტოვებია თავისი თავი, ზეციდან წვიმას გიგზავნიდათ, ნაყოფიერ დრო-ჟამს გიძღვნიდათ, საზრდოთი და სიხარულით გივსებდათ გულებს.
თავი კ̂ბ. განკურნებისათჳს შობითგან მკელობელისა ლუსტრას შინა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და გახარებთ თქუენ, რაჲთა ამაოებათა ამათგან მოიქცეთ ღმრთისა ცხოველისა, რომელმან ქმნა ცაჲ და ქუეყანაჲ, ზღუაჲ და ყოველი, რაჲ არს მათ შინა, რომელმან-იგი წარსრულთა მას ნათესავთა მიუშუა ყოველსა მას თესლებსა სლვად გზასა ნებისა მათისათა. და არავე უწამებელად დაუტევა ქველის-მოქმედებაჲ იგი მისი, ზეცით გარდამო მოცემად თქუენდა წჳმაჲ და ჟამნი ნაყოფის გამომღებელნი, განძღებად საზრდელითა და სიხარულითა გულთა თქუენთა (14,15-17).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳან, ვითარმედ: რომელსა-ესე თქუენ ჰყოფთ ჩუენდა მომართ პატივად, ამას ჩუენ ამაოება და საცთურ უწოდთ. და ამისთჳს მოსრულ ვართ, რაჲთა დაგაყენნეთ არა ხოლო ჩუენდა ზორვად, არამედ არცაღა სხჳსა ვისსა ცუდ-სახელთა მათ ღმერთთა თქვენთაგანისა, რამეთუ ერთ არს მხოლოჲ ღმერთი, შემოქმედი ყოველთა ხილულთა და უხილავთაჲ, რომელი-იგი არაოდეს აიძულებს თჳთმფლობელობასა კაცთასა უნებლიეთ შედგომად მისსა, რამეთუ ნებსითსა ყოველსა შეუდგს მიღებაჲ სასყიდელისაჲ. ამისთჳს მან თავადმან მიუშუა პირველ წარსრულთა მათ ნათესავთა, ქმნად ნებასა გულთა მათთასა. და ამით გარდაჰმატა სახიერებაჲ თჳსი, რამეთუ განდგომილთა მათ მისგან ნაცვალად ტანჯვისა კეთილსა უყოფს უხუებით მინიჭებითა წჳმისა და ჰაერთა ნაყოფის გამომღებელთაჲთა, რომელსა ჰყოფს დღითი-დღე და ჟამითი-ჟამად, რაჲთა ცხად ყოს, ვითარმედ, რომელი აწ იპყრობს და ჰმართებს დაბადებულთა, იგივე არს შემოქმედი და დამბადებელი მათი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის