თარგმანი: იხილე სიბოროტე ჰურიათაჲ ვითარ რომელთა წარმართნი ღმრთად აღსაარებასა და ზორვას წინა-უყოფდეს, ამათ იგინი მტყუვარ უწოდდეს და ქალაქითი-ქალაქად უკუანა მიუდგეს, რაჲთა სხუანიცა აცთუნნენ მათდა მიმართ და განადგინნენ ღმრთისაგან. ხოლო პავლეს ზედა აქა იწყო სიტყუამან საუფლომან აღსრულებად, ვითარმედ: ძალი ჩემი უძლურებასა შინა გამოჩნდების, რამეთუ სიკუდიდ განწირული და ქვა-დაკრებით განთრეული კუალად შევალს ქალაქად ახოვნებით ბრძოლად მტერთა ღმრთისათა.
მოციქულთა საქმეები 14:20
19. მაშინ ანტიოქიიდან და იკონიიდან ჩამოსულმა იუდეველებმა გადაიბირეს ხალხი, ქვებით ჩაქოლეს პავლე და ქალაქგარეთ გაათრიეს, რადგანაც მკვდარი ეგონათ.20. მაგრამ, როცა მოწაფეები გარს შემოეხვივნენ, ადგა და ქალაქში შევიდა. მეორე დღეს კი ბარნაბასთან ერთად გაემართა დერბეს,21. სადაც იქადაგეს სახარება, მრავალი დაიმოწაფეს და ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში დაბრუნდნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 14