თარგმანი: არა ყოვლითურთ საღმრთოსა მადლსა ოდენ ჰგებენ, არამედ თჳსითაცა მოსწრაფებითა სახესა მისცემენ მორწმუნეთა, რაჲთა ყოველსა საქმესა ჩუენსა მარხვით და ლოცვით აღვასრულებდეთ. ამისთჳს რაჟამს პავლეს გამოარჩევდეს და ჴელთა დაასხმიდეს, პირველად იმარხეს ჴელთდამსხმელთა მათ და აწ კუალად პავლე და ბარნაბა ლოცვით და მარხვით ყვეს ჴელთდასხმაჲ ხუცესთაჲ და შევედრებაჲ მორწმუნეთაჲ. ხოლო ესე ცხად არს, ვითარმედ სამარიას და ანტიოქიას და კჳპრეს ამისთჳს არა უკურთხევდეს ხუცესთა, რამეთუ ესენი მახლობელ იყვნეს იერუსალემისა, სადა-იგი იყვნეს ათორმეტნი ჯეროვნად განმგებელნი ესევითარისანი. ხოლო აწინდელთა ამათ ქალაქთა ეკლესიად-ეკლესიად დაუდგინნეს ხუცესნი შორიელობისათჳს, რამეთუ თჳთ მებრვე ამისთჳს უბრძანა სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე პავლე და ბარნაბა (საქმე მოც. 13,2), რაჲთა სრულ ყვნენ იგინი მაშინდელსა მას ჴელთდასხმასა პატივითა ეპისკოპოსობისაჲთა. და ვინაჲთგან მიეცა პავლეს და ბარნაბას პატივი ეპისკოპოსობისაჲ, ამისთჳს აწ ჴელთა დაასხმიდეს იგინი ხუცესთა ეკლესიათასა, რამეთუ მაშინ ჯერეთ ათორმეტთაგან ოდენ და არა სხუათაცა მიერ ჴელნი დაესხმოდეს ხუცესთა.
მოციქულთა საქმეები 14:23
22. ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.23. ხელდასხმით უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს, რომელიც ირწმუნეს.24. შემდეგ პისიდია გადაიარეს და პამფილიაში ჩავიდნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 14