მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 15:22

21. ვინაიდან მოსეს რჯულს ყველა ქალაქში ოდითგანვე ჰყავს მოქადაგენი, ყოველ შაბათს რომ კითხულობენ მას სინაგოგებში.22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის.23. თავიანთი ხელით დაწერეს ასე: მოციქულები და უხუცესი ძმები: ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართთაგან მოქცეულ ძმებს, გიხაროდეთ!
მოციქულთა საქმეები თავი 15
22. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა საჭიროდ მიიჩნიეს ამოერჩიათ თავისიანთა შორის კაცები და ანტიოქიაში წარეგზავნათ პავლესა და ბარნაბასთან ერთად: იუდა, ბარნაბად წოდებული, და სილა, უპირველესი კაცნი ძმათა შორის.
თავი კ̂გ. ვითარმედ არა ჯერ-არს წინა-დაცუეთაჲ წარმართთაგანთა მორწმუნეთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მაშინ ჯერ-იჩინეს მოციქულთა და ხუცესთა ყოვლითურთ კრებულით და გამოირჩინეს კაცნი მათგანნი მივლინებად ანტიოქიად პავლეს და ბარნაბაჲს თანა: იუდა, რომელსა ეწოდებოდა ბარსაბა, და შილა, კაცნი შერაცხილნი ძმათა შორის. და დაწერეს ჴელითა მათითა ესრეთ: მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგე ანტიოქიაჲთ და ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანნი, გიკითხავთ. გიხაროდენ (15,22-23).:

თარგმანი: არა ლიტონნი კაცნი, არამედ რჩეულნი და წინამძღურად შერაცხილნი მათ შორის წარავლინნეს ანტიოქიად, სადა-იგი ეთესა მტერსა ღუარძლი. და მისცეს მათ წიგნი ზედა-წარწერილი ჴელითა ყოველთა იერუსალემს მყოფთა მორწმუნეთაჲთა, რომელსა შინა მოკითხვითა და გიხაროდენითა იწყებენ დასაბამსა სიტყჳსასა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის