თარგმანი: ამიერ ვისწავებთ, ვითარმედ თჳნიერ ცნობისა მოციქულთაჲსა წარსრულ იყვნეს იერუსალემით ქადაგნი იგი წინა-დაცუეთისანი, რამეთუ, რაჟამს მოციქულნი წარავლინებდენ, ესოდენითა კრძალულებითა წარავლინებენ, ვითარ-ესე აწ არა კმა იყვნეს პავლე და ბარნაბა წარღებად წიგნისა მათისა, რაჲთა არა თქუან წინა-აღმდგომთა, ვითარმედ თჳთ დაუწერია წიგნი იგი პავლეს და ბარნაბას, ვითარცა წარმართთა ქადაგად განკუთნვილთა. ამისთჳს თანა-წარაყვანებენ ბარსაბას და შილას. და კუალად, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ არა მიანდვეს მსახურებაჲ იგი პავლეს და ბარნაბას, და ამისთჳს წარაყვანნეს კაცნი, წინა-განჰმართებენ იჭუსა ამას ქებითა ბარნაბაჲს და პავლესითა საყუარელ წოდებითა და ქრისტესთჳს წამებად განმზადებულ ყეფითა.
მოციქულთა საქმეები 15:27
26. რომლებმაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის.27. ასე რომ, გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით.28. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულმა წმიდამ და ჩვენც, რომ არ აგკიდოთ ზედმეტი ტვირთი, გარდა იმისა, რაც აუცილებელია:
მოციქულთა საქმეები თავი 15