მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 16:15

14. ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები.15. თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია.16. მოხდა ისე, რომ სამლოცველოში მიმავალთ შემოგვხვდა ერთი მხევალი, რომელსაც ჰქონდა პითონის სული და თავისი მისნობით დიდძალ მოგებას აძლევდა თავის ბატონებს.
მოციქულთა საქმეები თავი 16
15. თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია.
თავი კ̂დ. წინა-დაცუეთისათჳს ტიმოთესსა და წარსლვისათჳს პავლესსა მაკედონიად
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარცა ნათელ-იღო მან და სახლმან მისმან, გულოცვიდა და იტყოდა: უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით. და გუაიძულა ჩუენ (16,15).:

თარგმანი: გულისჴმა-ყავ ვითარმედ პირველად ჯერ-არს განსწავლაჲ კაცთაჲ სიტყჳთა სარწმუნოებისაჲთა და უკუეთუ ჰრწმენეს, —მაშინღა ნათლის-ცემაჲ ვითარ-ესე აწ დედაკაცსა ამას პირველად ესმნეს და ჰრწმენნეს სიტყუანი პავლესნი და ეგრეთღა ნათელ-იღო ყოვლით სახლეულითურთ. და მაშინღა იკადრა მიწოდებაჲ მოციქულთაჲ ვანად თჳსსა. ხოლო იგინი დროებდეს ვიდრე იძულებამდე, რაჲთა განაცხადონ უმეტესი გულსმოდგინებაჲ დედაკაცისაჲ მის, და რაჲთა მტკიცედ იპყრან მოძღურებაჲ იგი უფლისაჲ, ვითარმედ: გამოიკითხეთ პირველად, და ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით.

ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

.... ელისე, მაგალითად, მასპინძელ ქალს შვილის მინიჭებით მიუზღავს. ახალ აღთქმაში კი ეს აღარ არის, არამედ ბევრად უფრო დიდი რამ. მეწამულით მოვაჭრე ქალი მოციქულებისგან ამას კი არ ითხოვდა, არამედ რას? „უკუეთუ შეგირაცხიე მე მორწმუნედ უფლისა, შემოვედით ვანად ჩემდა და მუნ დაადგერით“ (). ხედავ, რაოდენ დიდია შუალედი, და რას ითხოვდნენ ძველ აღთქმაში, ხოლო რას - ახალში? და კვლავ ქრისტე ამბობს: „გიხაროდენ, რამეთუ სახელები თქუენი დაიწერა ცათა შინა“ (). და პავლე: „ხოლო ღმერთმან სასოებისამან აღგავსენინ თქუენ ყოვლითა სიხარულითა და მშჳდობითა სარწმუნოებად და აღმატებად თქუენდა სასოებითა და ძალითა სულისა წმიდისაჲთა.“ (). ხედავ კურთხევის ძალას, რომელიც გამოუთქმელ სიკეთეებს ანიჭებს და მიწიერი არაფერი აქვს? და კვლავ პავლე: „ხოლო ღმერთმან მშჳდობისმან შემუსრენ ეშმაკი ქუეშე ფერჴთა თქუენთა ადრე“ ().

მაგრამ ძველ აღთქმაში, როცა ადამიანთა მდგომარეობა უფრო უხეში იყო, კურთხევ...

სრულად ნახვა