თარგმანი: თჳატირი არს ქალაქი ლუდიაჲსაჲ, ვინაჲ იყო დედაკაცი ესე ლუდა, სიგლახაკით უკუე მსყიდელი ძოწისა საღებავისაჲ, ხოლო მდიდარი ღმრთისმსახურებითა, რომელი ევედრებოდა უფალსა. ამისთჳს მან განუღო გული, დაჴშული უგულისჴმოებითა, და მიჰმადლა სმენასა თანა გულისჴმისყოფით მორჩილებაჲ პავლეს სიტყუათაჲ. ამისთჳს ჩუენცა ვევედრნეთ, რამეთუ იგი თავადი მზა არს განღებად გულთა ჩუენთა, არამედ ელის თჳთმფლობელსა ნებასა ჩუენსა, და ვხადოთ რაჲ, მყის განგჳღებს კარსა წყალობისასა. ხოლო უკუეთუ ჩუენ უზრუნველად მწოლარე ვიყვნეთ, იგი თავადი არავის აიძულებს, რომლისათჳს მრცხუენის მე არღარა კაცთა წმიდათა, არამედ დედათაცა სახისაგან. და რად ვიტყჳ დედათა! თჳთ მებრ მჴეცთაგანცა და ძაღლთა; რამეთუ აჰა ძაღლმან იცის წესი, რაჟამს შეიპყრას ნადირი, და მომყმარი იგი სიყმილითა არა განჰბძარავს ნადირსა მას, არამედ ელის და ჰგებს მოსლვასა უფლისა თჳსისასა, რაჲთა მან დაკლას და მისცეს მას, რაოდენი რაჲ სთნდეს, რომელი-ესე დიდად სამხილებელ არს ყოველთა ნაყროვანთა, რომელნი საჭმელთა ღმრთივ-მოცემულთა არა ეგრეთ იჴუმევენ, ვითარ-იგი თავადი ბრძანებს შჯულის-დებისა მიერ მმარხველთაჲსა. და კუალად, ყოველთა...
მოციქულთა საქმეები 16:14
13. შაბათ დღეს ქალაქგარეთ, მდინარის პირას გავედით, სადაც სამლოცველო გვეგულებოდა; დავსხედით და გამოველაპარაკეთ იქ თავშეყრილ ქალებს.14. ყურს გვიგდებდა ერთი თიატირელი ქალი, სახელად ლიდია, ძოწეულით მოვაჭრე და ღვთისმოშიში, რომელსაც უფალმა გაუხსნა გული, რათა ჩაებეჭდა პავლეს სიტყვები.15. თავის სახლეულთან ერთად რომ მოინათლა, შეგვეხვეწა: თუ უფლის მორწმუნედ შემრაცხეთ, მოდით, ჩემს სახლში დარჩითო, და დაგვიყოლია.
მოციქულთა საქმეები თავი 16