თარგმანი: დერბე არს ციხე ისავრიაჲსაჲ, აღშენებული კაცთა მიერ ლტოლვილთა სიყმილისაგან, რომელნი იზარდებოდეს მწუერვალთაგან ხეთაჲსა, ხოლო უკუანაჲსკნელ აღეშენა იგი ქალაქად კაცთა მიერ ლუკაონელთა. და ლუსტრაჲ არს სოფელი იკონიაჲსაჲ, ხოლო იკონიაჲ — ქალაქი ლუკაონიაჲსაჲ, საზღვართა ზედა ტავროჲსათა, შორის კაბადუკიისა და ლუკაონისა კილიკიაჲთ კერძო ტრახონიტისა. აქა ლუსტრას შინა იპოვა ტიმოთე, ძე დედაკაცისა ჰურიისა, ქრისტეს სარწმუნოებად მოსრულისაჲ და მამისა წარმართისაჲ. იხილე, ვითარ დაეჴსნნეს ჰურიათა წესნი შჯულისანი , მაყენებელნი მითხოვად წარმართთა. ხოლო ტიმოთე წამებულ იყო სათნოებისათჳს ყოველთაგან ლუსტრელთა და იკონიელთა მორწმუნეთა, და დედასა მისსა თჳთ პავლე ეწამების, მიუწერდეს რაჲ ტიმოთეს, ვითარმედ: "მომეჴსენების შეუორგულებელი სარწმუნოებაჲ შენი, რომელმან დაიმკჳდრა პირველად დედის დედისა შენისა ლოიდის თანა და დედისა შენისა ევნიკის თანა, და მრწამს, ვითარმედ შენ თანაცა" (). ცხად არს, ვითარმედ დედულნი ტიმოთესნი ნათესავით ჰურიანი იყვნეს, ხოლო დედაჲ, და დედის დედაჲ — მორწმუნენი ქრისტესნი, და ამათგან იშვა ტიმოთე...
მოციქულთა საქმეები 16:2
შესავალი 1 ტიმოთეს ეპისტოლისადმი.
1.
მოციქულის მოწაფეთაგან ერთი ტიმოთეც იყო. და ლუკაც მოწმობს, რომ იგი საკვირველი ჭაბუკი იყო, „რომელი იწამებოდა ლუსტრელთაგან და იკონიელთა ძმათა“ (); იგი ერთდროულად მოწაფეც გახდა და მოძღვარიც; და იმდენად ფრიად გონიერი იყო, რომ, როცა უსმენდა პავლეს, რომელიც წინადაცვეთის გარეშე ქადაგებდა, და შეიტყო, რომ ამის გამო პავლე პეტრესაც წინ აღუდგა, აირჩია არა მარტო არ ექადაგა საწინააღმდეგო, არამედ თავადაც განეცადა ეს; რამეთუ, როგორც წერილი ამბობს, „წინა-დასცჳთა მას“ () ასეთ ასაკში; და ამგვარად პავლემ მას მთელი განგებულება მიანდო. ამრიგად, პავლეს მისდამი მხურვალე სწრაფვაც საკმარისი იყო იმის საჩვენებლად, თუ როგორი კაცი იყო იგი. რამეთუ სხვაგანაც მას უმოწმებს, როცა წერს და ამბობს: „ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას“ ();...
...იყო: შეხედე ქვეყნიერების მოძღვარსაც, როგორ ის, შილასთან ერთად საპყრობილეში ჩამწყვდეული, ფეხებით ხუნდებში ჩაჭედილი, მთელ ღამეს ლოცულობდა და ამისგან არც ტკივილი აკავებდა, არც ბორკილები, არამედ კიდევ უფრო დიდ და ცხელ სიყვარულს იჩენდა უფლის მიმართ. „და შუა ღამეს ოდენ პავლე და შილა ილოცვიდეს და უგალობდეს ღმერთსა" (). დავითი, სამეფო ღირსებითა და გვირგვინით შემოსილი, მთელ ცხოვრებას ცრემლებსა და ლოცვაში ატარებდა; მოციქული, მესამე ცამდე აყვანილი, გამოუთქმელ საიდუმლოთა ღირსი, ბორკილებში ყოფნისას, შუაღამეს ლოცვებსა და ქებას აღავლენდა უფლისადმი. მეფეც შუაღამეს ადგებოდა და აღსარებას ამბობდა, მოციქულებიც შუაღამეს გულმოდგინე ლოცვებსა და ქებას აღავლენდნენ. მათ მოვბაძოთ ჩვენც, ჩვენი ცხოვრება მუდმივი ლოცვებით მოვზღუდოთ; და ნურაფერი იქნება ჩვენთვის ამის ხელისშემშლელი, — მართლაც, ვერაფერი შეგვიშლის, თუ თავად ვიქნებით ფხიზლად. ხომ არ გვჭირდება ამისთვის განსაკუთრებული ადგილი ან დრო? ყველა ადგილი და ყველა დრო ხელსაყრელია ჩვენთვის ლოცვისთვის. მართლაც ისმინე, რას ამბობს ამავე ქვეყნიერების მოძღვარი: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა" (). თუ შე...