მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:12

11. ესენი თესალონიკელებზე უფრო კეთილშობილნი იყვნენ: მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა და ყოველდღე არჩევდნენ წერილს, ასეა თუ არა ესო.12. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი.13. მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი.
მოციქულთა საქმეები თავი 17
12. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მრავალთა უკუე მათგანთაცა ჰრწმენა და წარმართთაგანთა დედათა მრავალთა წესიერთა და მამებსა არა მცირედსა (17,12).:

თარგმანი: აქა აღესრულა სიტყუაჲ იგი პავლესი, ვითარმედ: მსახურებაჲ ჩემი ვადიდო, ნუ სადა ვაშურვო ჴორცთა ჩემთა და ვაცხოვნნე ვინმე მათგანნი; რამეთუ ამით ჭეშმარიტად იდიდა წარმართთა მიმართი იგი მსახურებაჲ პავლეს მოციქულებისაჲ, რაჟამს წარმართთა მოქცევითა აღაშურვნა და აღაბაძვნა ჴორცად მისსა წოდებულნი იგი ჰურიანი, და ესრეთ მოუჴდეს სარწმუნოებასა ქრისტესსა და ცხონდეს, რამეთუ აჰა მრავალთა მათგანთაცა ჰრწმენა სარწმუნოებად მოსლვასა თანა წარმართთა მამებისა და დედებისასა, და ესრეთ ცხონდეს ზოგად ყოველნი.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის