მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:13

12. მრავალმა მათგანმა ირწმუნა, და მათ შორის იყვნენ ბერძნებიც: ბევრი წარჩინებული კაცი თუ ქალი.13. მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი.14. მაშინ ძმებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს პავლე ზღვისაკენ, სილა და ტიმოთე კი იქვე დარჩნენ.
მოციქულთა საქმეები თავი 17
13. მაგრამ, როცა თესალონიკელმა იუდეველებმა შეიტყვეს, რომ პავლემ ბერეაშიც იქადაგა ღვთის სიტყვა, იქაც მივიდნენ და აღძრეს და აღაშფოთეს ხალხი.
თავი კ̂ე. შფოთისათჳს, რომელი იქმნა თესალონიკეს შინა; ქადაგებისათჳს და სივლტოლისა პავლესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ხოლო ვითარცა აგრძნეს თესალონიკელთა მათ ჰურიათა, ვითარმედ ბერიასცა მიეთხრა პავლეს მიერ სიტყუაჲ იგი ღმრთისაჲ, მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას. მუნქუესვე განიყვანეს ძმათა მათ პავლე წარსლვად ზღჳთ კერძო, ხოლო შილა და ტიმოთე მუნვე დადგეს (17,13-14).:

თარგმანი: ესე არს უმეტესი დაუპყრობელობაჲ რისხვისა და შურისაჲ, რაჟამს ქალაქითი-ქალაქად მისდევდეს პავლეს ჰურიანი, რაჲთა მუნცა შფოთი აღუტეხონ, ხოლო მუნ მყოფნი იგი მორწმუნენი ძმანი კრძალულებით წარჰგზავნიან ზღჳთ, რაჲთა ვერ ჴელთ-იგდონ მდევართა, და პავლეს ოდენ მარტოდ, რამეთუ მისსა მიმართ იყო ყოველი შური მათი. ესრეთ უკუე არა ყოველსა ადგილსა მადლისა მიერ, არამედ კაცობრივითაცა ღონითა იჴსნებოდეს მოციქულნი მდევართაგან, ვითარ-ესე აწ პავლე ღამე სივლტოლითა თავსა თჳსსა დაიმდაბლებს და იჩემებს რეცა მოშიშებასა და უძლურებასა, ძლიერი იგი ყოველსავე შინა განმაძლიერებელისა მისისა ქრისტეს მიერ, და ჩუენ გუასწავებს, რაჲთა არა უდებ-ვჰყოფდეთ კაცობრივსაცა ღონესა კრძალულებით ლტოლვად განსაცდელთაგან.

ჰომილია 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. ჭირში სიხარული და უფლის მიბაძვა:

...არა უბრალოდ ჭირით, არამედ დიდი ჭირით. ამის გაგება სამოციქულო საქმეებიდანაც შეიძლება, თუ როგორ აღძრეს მათ წინააღმდეგ დევნა, ქალაქის ყველა მთავარი შეაშფოთეს და ქალაქიც მათ წინააღმდეგ აღძრეს: „მოვიდეს მუნცა, აღსძრვიდეს და აღსტეხდეს ერსა მას" (), — ამბობს.1 და ვერ იტყვი: „მართალია, ჭირი დაითმინეთ და ირწმუნეთ, მაგრამ ტკივილით"; არამედ, პირიქით, დიდად გახარებულებმა . სწორედ ამას აკეთებდნენ მოციქულებიც: „უხაროდა, რამეთუ ღირს იქმნნეს სახელისა მისისათჳს გინებად" (), — ამბობს.

რადგან საოცარი სწორედ ეს არის: თუმცა ისიც მცირე არ არის, ჭირთა როგორმე ატანა; მაგრამ ეს უკვე იმათი საქმე იყო, ვინც ადამიანურ ბუნებას აღემატებიან და თითქოს უვნებო სხეული აქვთ. ხოლო როგორ გახდნენ უფლის მიმბაძველნი? იმით, რომ მანაც...

სრულად ნახვა