მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:26

25. და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან.
მოციქულთა საქმეები თავი 17
26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.
თავი კ̂ვ. ათინას შინა ბომონსა ზედა წერილისათჳს, რომლისა მიერ ქადაგა პავლე კადნიერებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და შექმნნა ერთისაგან სისხლისა ყოველნი ნათესავნი კაცთანი დამკჳდრებად ყოველსავე ზედა პირსა ქუეყანისასა (17,26).:

თარგმანი: ესე არს "ერთისაგან სისხლისა", რამეთუ ერთისაგან ადამისსა შობილ არიან ყოველნი ძენი კაცთანი, რომელნი აღავსებენ პირსა ყოვლისა ქუეყანისასა ურიცხუებითა სიმრავლისა თჳსისაჲთა.

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი პა
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მიუგო იუდა, რომელმან მისცა იგი, და თქუა: ნუუკუე მე ვარ, მოძღუარ? ჰრქუა მას იესუ: შენ სთქუ“ (26,25).:

...იყო, თუმცა არა შობილ იყო, რად შეუნდო შობად მისა ანუ სხუათა ყოველთავე უკეთურთა? გულისჴმა-ყავთ, კაცნო, რამეთუ ღმერთმან ყოველნივე დაგუბადნა კეთილთა საქმეთა მოქმედად, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „ყოველნივე შექმნნა მოძიებად ღმრთისა; და მეძიებელთა მისთა ეპოების, რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა“.

აწ უკუე მათ აბრალებდით, რომელნი დაიბადნეს მოქმედად კეთილისა და ნეფსით თჳსით შეიყუარეს ბოროტი, რომელთა არავინ აიძულებდა ბოროტის-ყოფად, არამედ ნეფსით თჳსით გამოირჩიეს ბოროტი.

მათ აბრალებდით და ნუ ღმრთისა საქმეთა ჰმიზეზობთ და განკითხვა-თა მისთა გამოიკულევთ და იტყჳთ, თუ: კეთილნიმცა ოდენ კაცნი დაბადებულ იყვნეს, და ბოროტნიმცა ყოვლადვე არა იყვნეს. რამეთუ ღმერთმან არცა ერთი ქმნა ბოროტად, არამედ ყოველნივე კეთილად დაჰბადნა, და კაცად-კაცადი ნეფსით თჳსით იქმს ბოროტსა გინა კეთილსა.

აწ უკუე გრქუა თქუენ სიტყუაჲ პავლე მოციქულისაჲ, ვითარმედ: „შენ ვინ ხარ, კაცო, რომელი სიტყუას-უგებ ღმერთსა? ჰრქუას-მეა ქმნულმან შემოქმედსა: რაჲსა ესრეთ შემქმენ?“

რამეთუ ყოველნივე კეთილად ქმნნა კეთილისმოქმედმან მან უფალმან. ხოლო ბოროტნი კაცნი და უკეთურნი ნეფსით თჳსით იქმნნეს უკეთურ. ვინაჲთგან უკუე იგინი ნეფსით მიდრ...

სრულად ნახვა