მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:27

26. ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან.28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.
მოციქულთა საქმეები თავი 17
27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან.
თავი კ̂ვ. ათინას შინა ბომონსა ზედა წერილისათჳს, რომლისა მიერ ქადაგა პავლე კადნიერებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
განაჩინნა განწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა. და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოვამცა იგი. და რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა, რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ (17,26-28).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ იგი თავადი შემოქმედი ყოველთაჲ არა სულმოკლე არს, არამედ მარადის ელის და მზა არს მახლობელ ყოფით მათდა, რომელთა გამოიძიონ ღმერთი საქმით აღსრულებითა ნებისა მისისაჲთა, რამეთუ იგი თავადი ჴმობს: ღმერთი მახლობელი და არა შორიელი ღმერთი ვარ. ამისთჳს განუჩინებიან დაწესებულნი ჟამნი საზღვრის დადებისანი კაცად-კაცადისათჳს, რაჲთა, ვიდრეღა სოფელსა ამას ვიყვნეთ, ჴელ-გუეწიფებოდის, ოდესცა გჳნდეს, მოქცევად მისსა და სინანულად. და ამას ყოველსა ზედა არა ხოლო მორწმუნეთა მისთა, არამედ თჳთ ურწმუნოთაცა იპყრობს და სცავს, აღმოუბრწყინვებს მზესა, და წჳმასა მოსცემს და ყოველთავე ნაყოფთა უხუებასა, რამეთუ ელის მოქცევასა და სინანულსა ჩუენსა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის