მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:28

27. რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თვითეული ჩვენგანისაგან.28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.
მოციქულთა საქმეები თავი 17
28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.
თავი კ̂ვ. ათინას შინა ბომონსა ზედა წერილისათჳს, რომლისა მიერ ქადაგა პავლე კადნიერებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
განაჩინნა განწესებულნი ჟამნი და საზღვრის დადებანი დამკჳდრებისა მათისანი მოძიებად ღმრთისა. და უკუეთუმცა ვინ ეძიებდა, პოვამცა იგი. და რამეთუ არა შორს არს კაცად-კაცადისაგან ჩუენისა, რამეთუ მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვართ (17,26-28).:

თარგმანი: ესრეთ ეტყჳს, ვითარმედ იგი თავადი შემოქმედი ყოველთაჲ არა სულმოკლე არს, არამედ მარადის ელის და მზა არს მახლობელ ყოფით მათდა, რომელთა გამოიძიონ ღმერთი საქმით აღსრულებითა ნებისა მისისაჲთა, რამეთუ იგი თავადი ჴმობს: ღმერთი მახლობელი და არა შორიელი ღმერთი ვარ. ამისთჳს განუჩინებიან დაწესებულნი ჟამნი საზღვრის დადებისანი კაცად-კაცადისათჳს, რაჲთა, ვიდრეღა სოფელსა ამას ვიყვნეთ, ჴელ-გუეწიფებოდის, ოდესცა გჳნდეს, მოქცევად მისსა და სინანულად. და ამას ყოველსა ზედა არა ხოლო მორწმუნეთა მისთა, არამედ თჳთ ურწმუნოთაცა იპყრობს და სცავს, აღმოუბრწყინვებს მზესა, და წჳმასა მოსცემს და ყოველთავე ნაყოფთა უხუებასა, რამეთუ ელის მოქცევასა და სინანულსა ჩუენსა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“ (1,4).:

...ბაჲ მოვიდა ჩუენდა, დაიჴსნა ძალი სიკუდილისაჲ, და ვინაჲთგან ნათელი გამოგჳბრწყინდა, ბნელი არღარა არს, არამედ ჰგიეს მარადის ცხორებაჲ ჩუენ შორის, და სიკუდილი ვერ შემძლებელ არს ძლევად მისა. და ამისთჳს რომელ-იგი მამისათჳს ითქუმის, ძისათჳსცა ითქუმის ჭეშმარიტებით, ვითარმედ: „მის მიერ ცხოველ ვართ და ვიქცევით და ვჰგიეთ“; ვითარცა პავლეცა მოციქული იტყჳს, ვითარმედ: „მის მიერ დაებადა ყოველი, და ყოველივე მის მიერ ჰგიეს“. ამისთჳსცა ძირად და საფუძველად ეწოდების.

ხოლო რაჟამს გესმეს, ვითარმედ: „მის თანა ცხორებაჲ იყო“, ნუ ვი-თარცა ორთაგან საქმეთა შეერთებულსა გულისხმა-ჰყოფ ამას, რამეთუ ქუემორე მამისათჳსცა იტყჳს: „ვითარცა მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეთვე ძესა მისცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ“; არამედ ვითარცა-იგი მამისათჳს არა იტყჳ ამათ სიტყუათა მიერ, ვითარმედ ორკეცი არს, ეგრეთვე ნუცა ძესა იტყჳ, რამეთუ სხუასა ადგილსა წერილ არს, ვითარმედ: „ნათელ არს ღმერთი“; და კუალად იტყჳს: „ნათელსა შინა მკჳდრ არს თუალთშეუდგამსა“. ხოლო ესე ყოველი თქუმუ...

სრულად ნახვა