მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:29

28. ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.
მოციქულთა საქმეები თავი 17
29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.
თავი კ̂ვ. ათინას შინა ბომონსა ზედა წერილისათჳს, რომლისა მიერ ქადაგა პავლე კადნიერებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
აწ უკუე ვინაჲთგან ნათესავ ღმრთისა ვართ, არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად (17,29).:

თარგმანი: ნათესავ ღმრთისა ვართ არა ბუნებით და არსებით, არამედ მადლით შვილებისა მიერ, და ბუნებით დამბადებელობისა. და კუალად ბუნებითითა ნათესავობითა ნათესავ ვართ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა, ბუნებისა მისთჳს კაცობრივისა. მიერითგან, ვინაჲთგან გჳთჳსნა ჩუენგან ჴორცთ-შესხმითა, და კუალად, არა ნათესავ ღმრთისა ვართ დაუსაბამოებითა, რამეთუ იგი დაუსაბამო და პირველ საუკუნეთა არს, ხოლო ჩუენ — ჟამიერი არსებაჲ მის მიერ დაბადებითა და არაარსისაგან არსად მოყვანებითა მოგჳღებიეს, არამედ ამით არა ხოლო ყოველნი წმიდანი ნათესავ მისსა არიან თჳსებითა მადლით შვილებისა და სათნოებათა მიერისა მსგავსებისაჲთა, გარნა სხუანიცა ყოველნი კაცნი ნათესავ ღმრთისა არიან უკუდავებისათჳს და კუალად შემდგომად აღდგომისა ჴორცთაჲსა ყოვლად დაუსრულებელობისათჳს ცხორებისა ჩუენისა, რამეთუ დაუსრულებელ არს ჭირი ცოდვილთაჲ და შუებაჲ მართალთაჲ. ამით წესითა უკუე თქუეს არატო და ომირო ნათესავ ღმრთისა ყოფაჲ კაცთაჲ, რამეთუ არა სრულიად განქარვებადისა და წარწყმედადისა ბუნებისანი ვართ მსგავსად პირუტყუთა და საცხოვართა, არამედ სული მარადის უკუდავ არს, ხოლო ჴორცნიცა შემდგომად აღდგომისა უხრწნელ და უკუდავ...

სრულად ნახვა
საუბარი 8. „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩვენისა და მსგავსებისაებრ" (დაბ 1:26)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. ეკლესიის დოგმატთა დაცვა ერესთა წინააღმდეგ (1:26):

...ყვეტთ სიმშვიდის ყველა ღონისძიებას; შეიძლება, მოვახერხოთ მათი ეშმაკის საცთურისგან გამოხსნა. და თუ გნებავთ, კვლავ ნეტარი პავლე წარვუდგინოთ, რომელიც ათენელებს ასე ეუბნებოდა: „არა გჳღირს, ვითარმცა ვჰგონებდით ოქროსა გინა ვეცხლსა ანუ ანთრაკსა, გამოხატულსა ხუროებით განზრახვითა კაცთაჲთა, საღმრთოჲსა მის მსგავს ყოფად" (). ხედავ, რა ზედმიწევნით აღმოფხვრა ბრძენმა მოძღვარმა მათი შეცდომა? მან თქვა, რომ არა მხოლოდ ღვთაება არ ფლობს ხორციელ სახეს, არამედ ადამიანურ გამონაგონსაც არ ძალუძს ასეთი რამის მოფიქრება. ამას მუდმივად ეუბნეთ მათ და ნუ შეწყვეტთ იმის კეთებას, რაც თქვენზე იქნება დამოკიდებული: შეიძლება მოგისმინონ; შეიძლება ისურვონ ჭეშმარიტებისთვის თვალების გახელა. მაგრამ ესოდენ დიდი სიმშვიდითა და სიფრთხილით ეუბნებით რა მათ ამას, თავად კი, გთხოვთ, მტკიცედ იცავდეთ ეკლესიის დოგმატებს, ნათქვამის თანმიმდევრულობას არ არღვევდეთ. იუდეველებთან შესაფერისად ილაპარაკეთ, აუხსენით, რომ ეს სიტყვები არა რომელიმე მსახურ სულს, არამედ თავად ღვთის მხოლოდშობილ ძეს ეთქვა; არიანულად მოაზროვნეთათვის სწორედ აქედან დაამტკიცეთ ძის მამასთან თანაპატივიერება; ხოლო ღვთაებას კაცის მსგავსად წარმომდგენთ მოუტანეთ ნეტარი პავლეს სიტყვები, ეკლესიის დოგმატებით მოსპეთ ღვარძლივით აღმოცენებ...

სრულად ნახვა