1.თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.2.მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.3.თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.4.და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი.5.ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა - პირველი დღე.6.თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.7.გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ. და იქმნა ასე.8.მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.9.თქვა ღმერთმა: შეგროვდეს ერთგან ცისქვეშეთის წყალი და გამოჩნდეს ხმელეთი. და იქმნა ასე.10.ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილ წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო .11.თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.12.წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.13.იყო საღამო, იყო დილა - მესამე დღე.14.თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად - დღეებისა და წელიწადებისა;15.იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე რომ გაანათონ მიწა. და იქმნა ასე.16.გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი მნათობი, - დიდი მნათობი დღის განმგებლად და მცირე მნათობი ღამის განმგებლად - და ვარსკვლავები.17.დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა,18.განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.19.იყო საღამო, იყო დილა - მეოთხე დღე.20.თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე.21.. შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.22.აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე.23.იყო საღამო, იყო დილა - მეხუთე დღე.24.თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე.25.გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო.26.თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.27.შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.28.აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახოხავს.29.თქვა ღმერთმა: აჰა, მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი, თესლის მთესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა, და ყოველი ნაყოფიერი ხე, თესლის მთესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო.30.მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.31.დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც გააჩინა, და აჰა, ძალიან კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.
საღვთო წერილის კითხვა საუნჯეს ჰგავს. როგორც საუნჯიდან მცირე ნაწილის მომპოვებელიც დიდ სიმდიდრეს იძენს, ისევე საღვთო წერილში მოკლე გამონათქვამშიც კი შეიძლება დიდი სულიერი ძალისა და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრის პოვნა. და არა მხოლოდ საუნჯეს ჰგავს ღვთის სიტყვა, არამედ წყაროსაც, რომელიც უხვ ნაკადებს აღმოადინებს და ბევრ წყალს შეიცავს: ეს ყოველივე გუშინ საქმით შევიტყვეთ. შესაქმის წიგნის პირველ სიტყვებს რომ მოვკიდეთ ხელი, მთელი სწავლება სიტყვებს მივუძღვენით:...
დიდი სიხარულით ვივსები დღეს, როდესაც თქვენს საყვარელ სახეებს ვხედავ. და მართლაც, შვილთმოყვარე მშობლები არ იხარებენ და არ მხიარულობენ ისე, როგორც მე ვმხიარულობ და ვხარობ, როდესაც ვხედავ, თუ როგორ შეიკრიბა ეს თქვენი სულიერი კრება აქ ამგვარი კეთილწესიერებითა და ღვთის სიტყვის მოსმენის ცოცხალი სურვილით, როგორ უგულებელყავით ხორციელი საზრდელი და სულიერი ნადიმისკენ ისწრაფეთ, და თვით საქმით ამართლებთ უფლის სიტყვებს: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა,...
ვხედავ, საყვარელნო, თქვენს მოშურნე ყოველდღიურ შეკრებას აქ და დიდ სიამოვნებას ვგრძნობ, არ ვწყვეტ კაცთმოყვარე ღვთის დიდებას თქვენი წარმატების გამო. როგორც შიმშილი ხორციელი ჯანმრთელობის ნიშანია, ისე ღვთის სიტყვის მოსმენისადმი მოშურნეობა სულიერი ჯანმრთელობის საუკეთესო ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. ამიტომაც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ მთაზე ნეტარებათა ქადაგებაში თქვა: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განძღენ"...
აჰა, დღესაც თქვენ წინაშე, საყვარელნო, ნეტარი მოსეს სიტყვებით გამზადებულ ტაბლას წარმოვადგენთ და გულდასმით განვიხილავთ, რა შექმნა უფალმა მესამე დღეს. თუკი ოქროს მადნის მთხრელნი, ოქროს ძარღვებს რომ შეამჩნევენ, ამ საქმეს არ ანებებენ მანამ, სანამ მიწას ამოთხრიან, სიღრმეში ჩავლენ და იქიდან მეტ ოქროს არ ამოიღებენ, — მით უმეტეს ჩვენ, ვინც არა ოქროს ვეძიებთ, არამედ გამოუთქმელ საუნჯეს ვეძებთ, ყოველდღიურად უნდა ვიძიებდეთ მას, რათა ამგვარად დიდი სულიერი სიმდიდრე...
მსურს ჩვეულ სწავლებას მივმართო, მაგრამ ვჩერდები და ვყოყმანობ; დარდის ღრუბელმა მოიცვა ჩემი გონება, აღაშფოთა და დაარღვია იგი; უფრო სწორად, არა მხოლოდ დარდის, არამედ რისხვის ღრუბელიც, და არ ვიცი, რა გავაკეთო, — ასეთი აღელვება ეუფლება ჩემს სულს. მართლაც, როცა გავიფიქრებ, რომ ეშმაკმა ოდნავ რომ დაბერა, თქვენ, ჩვენი უწყვეტი სწავლებისა და ყოველდღიური შეგონების დავიწყებით, ყველანი გაიქეცით იმ სატანისეულ სანახაობაზე, როცა ცხენის რბოლა მოხდა, — შემიძლია კი კვლავ...
1. სულიერი ჭრილობების კურნება და საცდურის თავიდან აცილება
გუშინ საკმარისად ვამხილეთ ცხენთა ასპარეზობებზე დამსწრენი, ვაჩვენეთ მათ დიდი ზიანი, რაც მათ მიადგათ, როცა მარხვით შეგროვებული სულიერი სიმდიდრე ერთბაშად გაანიავეს და დიდი სიუხვიდან მოულოდნელად უკიდურეს სიღარიბეში ჩაიგდეს თავი. დღეს კი უფრო მსუბუქი კურნების საშუალებას გამოვიყენებთ და სულიერ ჭრილობებს ისე შევუხვევთ, თითქოს ჩვენივე სხეულის ნაწილები იყოს: ხომ გუშინაც უფრო მკვეთრ წამლებს იმიტომ კი არ ვხმარობდით, რომ მხოლოდ დავამწუხროთ ისინი...
1. შეგონება საღვთო წერილის გულმოდგინე შესწავლისკენ
შრომისმოყვარე მიწათმოქმედნი, როცა ხედავენ, რომ მიწა ნოყიერი და ნაყოფიერია, უხვ თესლს ყრიან მასში, დიდ და მუდმივ მზრუნველობას იჩენენ და ყოველდღე უფრთხილდებიან, რომ რაიმე ზიანის მომტანი არ გამოჩნდეს თესლისთვის და მთელი გაწეული შრომა ფუჭად არ ჩაიაროს. ამგვარადვე ჩვენც, თქვენი სულიერი განწყობისა და სმენისადმი დიდი გულმოდგინების ხილვით, ყოველდღე ვცდილობთ, თქვენს გონებაში საღვთო წერილის აზრები დავთესოთ და იმასაც ვაჩვენებთ, რამ შეიძლება ავნოს ამ...
ვინაიდან თქვენ გუშინ ჩვენი სიტყვები დიდი მოშურნეობით მოისმინეთ, დღესაც, საყვარელნო, ახლად წაკითხულს შემოგთავაზებთ, წინასწარ გთხოვთ, ყურადღებით მოუსმინოთ ნათქვამსა და უწინდელიც გონებაში შეინახოთ, რათა ეს შრომა ამაოდ და უსარგებლოდ არ გამოგვდიოდეს. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ თქვენ ზუსტად შეიცნოთ წერილის ძალა და ამგვარად არა მხოლოდ თავად გაიგოთ, არამედ სხვებსაც ასწავლოთ, რომ შეძლოთ, ნეტარი პავლეს სიტყვით, „ნუგეშინის-სცემდით ურთიერთას და აღაშენებდით ურთიერთსა"...
დღეს ნაკლები ადამიანი შეგვეკრიბა და არც ისე მრავალრიცხოვანია მოსულთა თავყრილობა. რისი ბრალია ეს? შეიძლება, ზოგიერთს შერცხვა სულიერ ამ ნადიმზე მოსვლა ხორციელი ტრაპეზის შემდეგ, და ეს გახდა მათი არმოსვლის მიზეზი. მაგრამ მათ ისმინონ ერთი ბრძენის სიტყვები: „არს სირცხვილი, რომელი მოაქვს ცოდვას, და არს სირცხვილი — დიდება და მადლი" (). სარცხვინო არ არის ხორციელი საზრდოს მიღების შემდეგ ამ სულიერ ნადიმზე მოსვლა. სულიერი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).:
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: წინაჲსწარმეტყუელი მოსე იწყებდა რაჲ სიტყუად დაბადებისათჳს, იწყო თქუმად ხილულთა საქმეთათჳს და მრავლითა სიტყჳთა აღრაცხუა იგი, რამეთუ იტყჳს: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“; და მერმე იტყჳს: „იქმნა ნათელი“, და მეორე ცაჲ, და ბუნებანი ვარსკულავთანი, და თითოეულთა ცხოველთა ნათესავნი, და სხუაჲ ყოველივე, რაჲთა არა ვიტყოდი თითოეულად. ხოლო მახარებელმან ამის ყოვლისათჳს მოკლედ თქუა ერთითა სიტყჳთა, და კეთილად ქმნა ესე, რამეთუ პირველთქუმულნი იგი ყოველთა მიერ საცნაურ იყვნეს, და რამეთუ უზეშთაესთა საქმეთათჳს ეგულებოდა თქუმად და არა დაბადებულთათჳს, არამედ დამბადებელისათჳს ყოველთაჲსა. ამისთჳსცა მან ყოველი სიტყუაჲ თჳსი ხილულთათჳს ქმნა, რამეთუ არცა რაჲ უთქუამს მას ზეცისა ძალთათჳს, ხოლო ესე ვინაჲთგან თავადისა მის დამბადებელისა მიმართ აღვიდოდა, ამისთჳს სამართლად თანაწარჰჴდა მას ყოველსა და ყოველივე ერთითა სიტყჳთა გამოაჩინა, რომელ-იგი თქუა:
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ყოველივე მის მიერ იქმნა“ (1,3).
თ ა რ გ მ ა ნ ი: და რაჲთა არა ჰგონებდე, ვითარმედ მას ოდენ იტყჳს, რომელ მოსესცა უ...
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი“ (1,1).:
...ცა ძჱ, რამეთუ ვითარცა „დიდებისა მისისა არა არს დასასრულ“, „და გულისხმისა მისისა არა არს რიცხჳ“, ეგრეთვე არცა არსებისა მისისა არს დასაბამი ჟამიერი.
გასმიეს, ვითარმედ: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“. რასა გულისხმა-ჰყოფ ამის დასაბამისა უწინარეს? არა ამას გულისხმა-ჰყოფა, ვითარმედ უწინარეს ყოველთა ხილულთასა იქმნნეს იგინი? ეგრეთვე რაჟამს მხოლოდშობილისა მისთჳს გესმეს, ვითარმედ: „პირველითგან იყო“, ესე გულისხმა-ყავ, ვითარმედ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და ყოველთა უხილავთა და ხილულთასა არს.
უკუეთუ კულა ამას ვინ იტყოდის: და ვითარ ეგებისო, რაჲთამცა ძჱ იყო და არამცა უმრწემჱს მამასა იყო? რამეთუ რომელი ვისგანიმე იყოს, საცნაურ არს, ვითარმედ უკუანაჲსკნელ არს მისა, რომლისაგან არს. - რაჲ ვთქუათ უკუე ამისთჳს? გარნა ამას ვიტყჳთ, ვითარმედ ესე ყოველნი კაცობრივთა საქმეთა წესნი არიან. და რომელი ამას ეძიებდეს, მან უძჳრესიცა ამისი მოიძიოს, და არცა თუ შეწყნარებად სასმენელითა ჯერარს ამათ სიტყუათა, რამეთუ აწ სიტყუაჲ ჩუენი ღმრთისათჳს არს, არა თუ კაცობრივისა ბუნებისა საქმეთათჳს, არამედ გულსავსე-ყოფისათჳს უძლურთაჲსა. ამისთჳს ვთქუათ: მითხარღა, შარავანდედი...
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვამდე ბაბილოვნელთაგან ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნელთაგან ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ“ (1,17).:
...ა ზედა და უდაბნოსა მას და კუალად შესლვასა მათსა ქუეყანად აღთქუმისა, დასცხრეს, ვინაჲთგან დაეშენნეს და განიყვეს ქუეყანაჲ. ამისთჳსცა მოსეს აქუნდეს მრავალნი იგი საკჳრველებანი მოწამედ და არა იჴმარა ესევითარი დაწყებაჲ, ვითარ სხუათა მათ წინაწარმეტყუელთა, არამედ მეყსეულად თქუა: „დასაბამად ქმნა ღმერთმან ცაჲ და ქუეყანაჲ“, და შემდგომი ამისი. ხოლო წინაწარმეტყუელთა არა აქუნდეს ესევითარნი სასწაულნი დასარწმუნებელად უგუნურთა მათ ჰურიათა. ამისთჳს ჩუენებანი იგი და ხილვანი ღმრთისამიერნი ქმნნეს დასაბამად სიტყჳსა თჳსისა შესაწყნარებელად გულფიცხელთა მათ. ხოლო ვითარცა-იგი მოსეს ზე დაწყებაჲ იყო ძუელისა მის რჩულისა და სასწაულნი მრავალნი იქმნებოდეს, ეგრეთვე ქადაგებასა მას მოციქულთასა არა იყო რიცხჳ სასწაულთაჲ და კურნებათაჲ საოტებელად ურწმუნოებისა და დასამტკიცებელად ჭეშმარიტებისა. ამისთჳსცა კაცთა გლახაკთა და უსწავლელთა ათორმეტთა დაიმორჩილნეს და მოიმოწაფნეს ერნი ურიცხუნი, მეფენი და ფილოსოფოსნი, რამეთუ ძალი ღმრთისაჲ იყო მათ თანა.
ამისთჳსცა არად ეჴმარებოდა მახარებელთა ხილვათა და ჩუენებათა აღწერაჲ დაწყებასა სახარებათასა, არამედ კაცად-კაცადმან წინამდებარე იგი სიტყუაჲ ქრისტეს განგებულებისაჲ და ღმრთისმეტყუელებისაჲ იწყო თქუმად. ვითარცა იყო ძუელი იგი რჩული ყოვლითურთ სახე...