მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 17:30

29. ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.31. ვინაიდან დაადგინა დღე, როცა სიმართლით განიკითხავს ქვეყნიერებას მისგანვე წინასწარ არჩეული კაცის მიერ, ვისითაც მისცა რწმენა ყველას იმის წყალობით, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი.
მოციქულთა საქმეები თავი 17
30. ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.
თავი კ̂ვ. ათინას შინა ბომონსა ზედა წერილისათჳს, რომლისა მიერ ქადაგა პავლე კადნიერებით
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
რამეთუ ჟამნი იგი უმეცრებისანი უგულებელს-ყვნა ღმერთმან, და აწ ამცნებს ყოველთა კაცთა ყოველსა ადგილსა შენანებად (17,30).:

თარგმანი: ამიერ უქადაგებს ურწმუნოთა, ვითარმედ, რომელსაცა ჟამსა მოიქცენ სარწმუნოებად ღმრთისა, არა მოიჴსენებს იგი პირველთა მათ ჟამთა შინა ურწმუნოებისა და უმეცრებისა მისისათა ქმნილთა ცოდვათა მათთა, არამედ ზოგად ყოველთა კაცთა და ყოველსა ადგილსა მიუცემიეს ნიჭი ესე, რაჲთა მოიქცენ რაჲ სინანულად, ყოველნივე ბრალნი მათნი აღიჴოცებოდიან, რამეთუ ვითარცა-ესე მზე და ჰაერნი და წჳმანი და ნაყოფნი ქუეყანისანი საზოგადოდ მოუცემიან ყოველთა კაცთადა, ეგრეთვე სინანულისა მიერ და მოქცევისა — შენდობაჲ ბრალთაჲ საზოგადო არს ყოველთა, რომელთაცა ენებოს მოსლვაჲ მისსა, და ყოველსა ადგილსა მახლობელ არს მათდა, რომელნი ხადოდიან მას.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის