მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 2:37

36. მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.37. ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო?38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.
მოციქულთა საქმეები თავი 2
37. ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო?
თავი გ̂. საღმრთოჲსა სულისა წმიდისა მოსლვისათჳს, რომელი იქმნა მორწმუნეთა ზედა დღესა მეერგასესა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ესმა რაჲ ესე, შეინანეს გულითა და ჰრქუეს პეტრეს და სხუათა მათ მოციქულთა: რაჲ-მე ვყოთ, კაცნო ძმანო? (2,37).:

თარგმანი: წინა დაუდვა რაჲ, ჰურიათა ბრალი ღმრთისმკლველობისაჲ, ესოდენ უძლო მყუდროებით მხილებამან სიტყუათა მისთამან, ვიდრეღა თჳნიერ განმწარებისა და ჩემებისა ლმობიერითა გულითა შეინანეს და მათისავე სიტყჳსა მსგავსებითა სიყუარულით ძმად უწოდდეს მოციქულთა და ჰკითხვიდეს თუ რაჲ უღირს ყოფად, რომლითა აღიძარცონ ბრალი იგი.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის