თარგმანი: კუალად ყოველთა რაჲ ჰკითხვიდეს, ვითარცა წინამძღუარი ყოველთაჲ, პეტრე მიუგებს, რაჲთა გულითადისა სინანულისა და სარწმუნოებისა საფუძველად დადვან მისითავე სახელითა ნათლის-ღებაჲ, რომელი-იგი ჯუარს-აცუეს და ესრეთ მიეტევნენ ცოდვანი ჯუარის-მცუმელობისანი. ხოლო ნუმცა ვინ განდრეკილად გულისჴმა-ჰყოფს სიტყუასა ამას, რომელ აწუევს სახელითა იესუ ქრისტესითა ნათლისღებად. ვითარმცა წინააღუდგებოდა საღმრთოსა ბრძანებასა, რომელი ეტყჳს ნათლისცემად სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმადისაჲთა, რამეთუ ჩუენ სიტყჳსაებრ თავისა ამის მოციქულთაჲსა სახელითა იესუ ქრისტესითა ვიტყოდით რაჲ ნათლისღებასა, სიტყჳსაებრ პავლესსა, სიკუდილისა მიმართ ქრისტესისა ნათელს-ვიღებთ. და სადაცა ერთი სამებისაგანი მოვიჴსენოთ, სამნივე იგი მოგჳჴსენებიან, რამეთუ ერთღმრთეება არს წმიდაჲ სამებაჲ. ხოლო რაჟამს ნათელ-ვსცემდეთ ბრძანებისაებრ უფლისა, უნაკლულო ვჰყოფთ სიტყუასა: სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა.
მოციქულთა საქმეები 2:38
37. ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო?38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.39. ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.
მოციქულთა საქმეები თავი 2