თარგმანი: მიტევებაჲ უკუე ცოდვათაჲ ყოველთავე სწორად მიეცემის ნათლისღებისა მიერ, ხოლო ნიჭი სულისა წმიდისაჲ — სიმდიდრისაებრ სარწმუნოებისა და შემსგავსებულად წინა-განწმედისა. ხოლო შენ იხილე, ვითარ ზემო თქუმულისა მის მიერ იოველის წინაჲსწარმეტყუელებისა ყოველთავე სწორად განუკუთნებს აღთქუმასა სულისა წმიდისა მიფენისასა ზოგად მამათა და შვილთა, რომელ-ესე არს უმეტესი სიმდიდრე მადლისაჲ. და ამისსა შემდგომად წარმართთა შორიელობისა მოწოდებასა აუწყებს, რომელი-ესე ჟამიერად ყო, რამეთუ ვინაჲთგან ეძჳნებოდა ჰურიათა მოწოდებაჲ წარმართთაჲ, ესევითარსა ჟამსა მიუთხრა მათ იგი, ოდეს არღარა სცალდა მათ შურობად. რამეთუ სულსა მონანულსა და დამსჯელსა და მაბრალობელსა თავისა თჳსისასა არღარა ვისდა შურობად მოეცალების.
მოციქულთა საქმეები 2:39
38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.39. ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.40. მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან.
მოციქულთა საქმეები თავი 2