თარგმანი: მარადის ესევითარი ღონე უჴმს მოძღუართა, რაჲთა სიტყუათა მხილებისათა სიტკბოებითა რაჲთმე მოქენეობისაჲთა განჰზავებდენ, ვითარ-ესე აწ ჰყოფს პეტრე ერისა მიმართ ჰურიათაჲსა. და ვითარ-იგი პირველ წინამორბედი "ნაშობ იქედნისა" ეგრეთვე ესე "ნათესავ დრკუ" უწოდს.
39. ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.40. მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან.41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.
მოციქულთა საქმეები თავი 2