თარგმანი: ესე იგი აგაბოს არს, რომელმან წინა-მოასწავა ყოფადი იგი სიყმილი კლავდის ზე კეისრისა. ვინაჲცა შენ იხილე, ვითარმედ დაღაცათუ წინაჲსწარმეტყუელნი მრავალ იყვნენ, არამედ სულისა მიერ განეყოფვის რომელსამე ამის რაჲსმე წინა-მოსწავებაჲ და რომელსამე — ამის რაჲსმე. და არა ყოველნი სწორად ყოველსა რას წინაჲსწარმეტყელებენ, არამედ — რომელსაცა რომელი რაჲმე გამოეცხადოს სულისა მიერ. რაჲთა სცნა, ვითარმედ მისგან მიიღებენ და არა თავით თჳსით აქუს ძალი წინა-მხედველობისაჲ: ვითარ-ესე აწ მრავალ დღე დაყო პავლე კესარიას, სახლსა შინა ფილიპეს ასულთა ოთხთა წინაჲსწარმეტყუელთასა, არამედ არარაჲ ესევითარი წინა-მოასწავეს მისთჳს, ვითარ-ესე აგაბოს, ჰურიასტანით გარდამოსრულმან, მოასწავა სახითა მით სარტყლისაჲთა და შეკრვითა ჴელთა და ფერჴთა თჳსთაჲთა. ხოლო მრავალთა მიერ წინა-მოსწავებანი ესე პავლეს შემთხუევადისანი და ძმათა მიერ დაყენებისა მოსწრაფებანი ამისთჳს იქმნნეს, რაჲთა არა იძულებითად შეგერაცხოს, გესმოდის რაჲ პავლესაგან, ვითარმედ: კრული სულითა აღვალ იერუსალემდ; ვითარმცა მძლავრ მიიყვანებოდა, არამედ ნებსით ახოვნებით შეჰკადრებს ღუაწლთა სურვილითა ქრისტესთჳს ვნებისაჲთა.
მოციქულთა საქმეები 21:11
10. კარგა ხანს დავყავით მისას; ჩვენს იქ ყოფნაში იუდეიდან ჩამოვიდა ერთი წინასწარმეტყველი, სახელად აგაბოსი.11. ჩვენთან მოვიდა, პავლეს სარტყელი აიღო, ხელ-ფეხი შეიკრა და თქვა: კაცს, ვისიცაა ეს სარტყელი, ასე შეკრავენ იერუსალიმს და წარმართებს მისცემენ ხელში.12. ეს რომ გავიგონეთ, ჩვენც და იქაურებმაც თხოვნა დავუწყეთ პავლეს, არ ასულიყო იერუსალიმს.
მოციქულთა საქმეები თავი 21