თარგმანი: არა კმა-იყვეს შორიელი შესმენაჲ, არამუშა ცილის წამებითა მუნცა წარმართთა ტაძრად შეყვანებისაჲთა უმეტეს აღაბორგეს ქალაქი იგი, რომელნი არა თუ თაყუანის-ცემად აღსრულსა წარმართსა აყენებდიან ტაძრად შესლვად, ვითარ-იგი იოვანე იტყჳს სახარებასა შინა თჳსსა: იყვნეს წარმართთაგანნიცა ვინმე აღმოსრულთა მათგანნი, რაჲთა თაყუანის-სცენ დღესასწაულსა მას. ამათ არა აყენებდეს, ხოლო აწ პავლეს ურწმუნოთა ვიეთმე წარმართთა, არა თაყუანისა-ცემისა, არამედ ბასრობისათჳს ტაძრად შეყვანებულთა სწამებდეს, რომლისათჳს აღშფოთნა ერი. და მყის სტეფანესებრ პავლესცა განითრევდეს დაქოლვად და მოკლვად, არათუმცა განგებუდებითა საღმრთოჲთა დაჴშულ იყვნეს მათდა კარნი ტაძრისანი, რაჲთა ვერ განიყვანონ იგი.
მოციქულთა საქმეები 21:30
29. (ვინაიდან ამაზე უწინ მასთან ერთად ტროფიმე ეფესელი დაენახათ ქალაქში და ეგონათ, რომ პავლემ ტაძარში შეიყვანა იგი).30. შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი; შეიპყრეს პავლე, ტაძრიდან გამოათრიეს და მყისვე დაიხშო კარი.31. როდესაც მოკვლა დაუპირეს, ათასისთავამდე მიაღწია ხმამ, მთელი იერუსალიმი ამბოხდაო.
მოციქულთა საქმეები თავი 21