მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 22:3

2. როდესაც გაიგონეს, რომ ებრაულად ელაპარაკებოდა მათ, უფრო დიდი სიჩუმე ჩამოვარდა. მან კი განაგრძო:3. მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი.4. სასიკვდილოდ ვდევნიდი ამ გზაზე დამდგართ, ბორკილებს ვადებდი და საპყრობილეში ვყრიდი კაცებსაც და ქალებსაც.
მოციქულთა საქმეები თავი 22
3. მე ვარ იუდეველი კაცი, კილიკიის ტარსოსში შობილი, ამ ქალაქში გამალიელის ფერხთით აღზრდილი და მამათა რჯულში ზედმიწევნით განსწავლული, ღვთის ისეთივე მოშურნე, როგორც დღეს ხართ ყველანი.
თავი ლ̂ბ. შფოთისათჳს, რომელი იერუსალემს შინა პავლეს ზედა აღიძრა ჰურიათა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მე კაცი ვარ ჰურიაჲ, შობილი ტარსუს კილიკიისასა, აღზრდილი ამას ქალაქსა შინა ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედა-მიწევნით მამულთა შჯულთა; მოშურნე ვიყავ ღმრთისათჳს, ვითარცა თქუენ ყოველნი ხართ დღეს; რომელი ამას გზასა ვსდევნიდ ვიდრე სიკუდილადმდე, შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილედ მამათა და დედათა, ვითარცა-ეგე მღდელთმოძღუარი მეწამების მე და ყოველნი მოხუცებულნი, რომელთაგან წიგნებიცა მოვიღე ძმათათჳს, რომელნი იყვნეს დამასკეს, და მოვიდოდე მოყვანებად მუნ მყოფთა მათ, კრულთა, რაჲთა იტანჯნენ (22,3-5).:

თარგმანი: ჰურიაობასა იტყჳს ნათესავით, ტარსუნს მობილობასა და იერუსალემს აღზრდილობასა, რამეთუ ფრიადითა მჴურვალებითა სწავლულებისაჲთა დაეტევა მშობელთა ქუეყანაჲ, და იერუსალემს რაჲ იზარდებოდა, არა ვაჭრობასა ანუ ჴელოვნებასა რასმე ისწავლიდა, არამედ სიმდაბლით დამორჩილებულ იყო ფერჴთა ქუეშე წარჩინებულისა მის მოძღურისა გამალიელისთა, რაჲთა ზედა-მიწევნით. ასწავოს, არა ვითარცა მწირსა და უცხო-თესლსა, არამედ ვითარცა ნათესავით ჰურიასა, გამოწულილვითი მეცნიერებაჲ საქმეთა შჯულისათაჲ, რომლისათჳს ვიდრე სიკუდილადმდე მოშერნე იყო. და ვითარ-ესე დღეს თქუენ ჩემ ზედა შურს იგებთო, ერსა მას ეტყჳს, ეგრეთვე მე ვსდევნიდ გზასა ჭეშმარიტისა მის გზისა და ცხორებისა ქრისტეს ქადაგებისასა, ვითარცა წინა-აღმდგომსა რასმე და დამჴსნელსა ჰურიათა შჯულისასა. ვინაჲცა არღარა სხუათა აღვსძრევდ, არამედ მე თავით თჳსით შევჰკრევდ და მივსცემდ საპყრობილედ მორწმუნეთა ქრისტესთა, არა ხოლო მამათა, არამედ არცაღა დედათა ვჰრიდებდ უძლურებისათჳს ბუნებისა. ამის ყოვლისა მოწამედ თჳთ მღდელთმოძღუარსა მოიყვანებს და ყოველთა ხუცესთა, რომელთა წიგნებითა წარვლინებულ იყო დამასკოდ ტანჯვად ქრისტეანეთა.

ჰომილია 13
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ვეს შეგვაგონებს და ამბობს: „რაჲთა მოთმინებითა მით და ნუგეშინის-ცემითა წიგნთაჲთა სასოებაჲ გუაქუნდეს" (). ყველაზე მეტად კი თვითონ აკეთებდა ამას: როგორც წერია, „ფერჴთა თანა გამალიელისთა, განსწავლულ ზედამიწევნით მამულითა სჯულითა" (); ამიტომ ამის შემდეგაც ბუნებრივია, რომ საკითხავს ყურადღებას აქცევდა, რამეთუ ვინც სხვებს ამას შეაგონებდა, ჯერ საკუთარ თავს შეაგონებდა. ხედავ ხომ, რომ იგი განუწყვეტლივ წინასწარმეტყველთა მოწმობებს იშველიებს და მათში არსებულს განიხილავს; მაშ, პავლე საკითხავს ყურადღებას აქცევს (რადგან წერილთაგან მოსამკელი სარგებელი მცირე როდია), ჩვენ კი ვუდარდელობთ და ზერელედ ვისმენთ? და რამდენად დიდი სასჯელის ღირსნი არ ვიქნებოდით? ამბობს: „რაჲთა წარმატებულებაჲ ეგე შენი ცხად იყოს ყოველსა შინა" ().

2.

ხედავ, რომ სურდა, ამაშიც დიდი და საკვირველი გამხდარიყო იგი? ამიტომაც ასე თქვა, რითაც აჩვენა, რომ მისთვის ეს ჯ...

სრულად ნახვა
ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...:7), და მაშინვე ქრისტემ აღასრულა ის, რასაც თვითონვე ღმერთის ნიშნად ასახელებდნენ. მაშასადამე, ეს უმეცრებისა არ იყო. ხოლო პავლე სად იყო მაშინ? ვინმემ შეიძლება თქვას: „ფერჴთა თანა გამალიელისთა" (), და არანაირი საერთო არ ჰქონდა აჯანყებულ ბრბოებთან. ხოლო გამალიელი ისეთი კაცი იყო, რომელიც ხელმწიფების მოყვარეობით არაფერს აკეთებდა. მაშ, ამის შემდეგ როგორღა აღმოჩნდა პავლე ბრბოსთან ერთად? ხედავდა, რომ მოძღვრება იზრდებოდა, უკვე მძლავრობდა და ყველანი მას ემორჩილებოდნენ. რამეთუ ქრისტეს დროს ხან მასთან იკრიბებოდნენ, ხან კი მოძღვრებთან; ხოლო როდესაც სრულიად განცალკევდნენ, მაშინ უკვე სხვათა მსგავსად ხელმწიფების მოყვარეობით კი არ აკეთებდა იმას, რასაც აკეთებდა, არამედ მოშურნეობით.

რამეთუ რისთვის მიდიოდა იგი დამასკოში? ამ საქმეს დაღუპვად მიიჩნევდა და ეშინოდა, ქადაგება ყველგ...

სრულად ნახვა