თარგმანი: არა ყოველსავე საღმრთოჲსა მადლისა მიმართ მიუტევებს მოციქული, არამედ თჳთცა კაცობრივითა ღონითა წინა-აღუდგების საცთურსა, ვითარ-ესე აწ, იხილა რაჲ ვითარმედ შჳდთა მათგან წვალებათა ჰურიაულთა, რომელთათჳს სხუასა ადგილსა მოგჳჴსენებიეს, აწინდელსა ამას სამშჯავროსა ორნი კრებულნი იყვნეს: ფარისეველთა და სადუკეველთანი, ამისთჳს ორნივე ურთიერთას მბრძოლ ყვნა და თავი თჳსი უმჯობესთა მათ კერძოთა ნაწილისად ქადაგა —ფარისეველად და ძედ ფარისეველისა, ვითარ-იგი იყო-ცა, რამეთუ ესე ფარისეველნი უმჯობეს იყვნეს სხუათა მათ. და დაღაცათუ პავლე ქრისტეს ქადაგებისათჳს იშჯებოდა და ძუელისა შჯულისა წესთა დაჴსნისათჳს, არამედ ეგრეთცა, რომელი ჟამსა მას შეეტყუებოდა, იგი თქუა, ვითარმედ: სასოებისათჳს საუკუნოჲსა და აღდგომისათჳს მკუდართაჲსა მე ვისჯებიო; რამეთუ ჭეშმარიტად ქრისტეს აღდგომისა ქადაგებაჲ დამამტკიცებელი არს მკუდართა აღდგომისაჲ და უეჭუელმყოფელი სასოებასა ცხორებისა საუკუნოჲსასა. ესრეთ უკუე განიჭრნეს ორად კრებულნი იგი და ფარისეველნი ჰბრძოდეს სადუკისგან მღდელთმოძღურისა ცთუნებულთა მათ სადუკეველთა, რომელნი-იგი უხილავთა მიმართ ურწმუნოებითა ღმრთისაგანცა უცხო იქმნებოდეს,...
მოციქულთა საქმეები 23:9
8. ვინაიდან სადუკეველები ამტკიცებენ, რომ არც აღდგომა არსებობს, არც ანგელოზი და არც სული, ფარისევლები კი აღიარებენ ყოველივე ამას.9. ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოულობთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი?10. მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი.
მოციქულთა საქმეები თავი 23