მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 23:10

9. ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოულობთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი?10. მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი.11. მეორე ღამეს უფალი გამოეცხადა პავლეს და უთხრა: მხნედ იყავ, ვინაიდან როგორც მიმოწმე იერუსალიმში, რომშიც ასევე უნდა მიმოწმო.
მოციქულთა საქმეები თავი 23
10. მაგრამ რაკი დავა გამძაფრდა, ათასისთავს შეეშინდა, ვაითუ პავლე შუაზე გაგლიჯონო, ამიტომაც ჯარისკაცებს უბრძანა, მისულიყვნენ, ხალხისთვის გამოერიდებინათ და ციხეში წაეყვანათ იგი.
თავი ლ̂გ. რამდენი თქუა და რამდენი ქმნა და რავდენი ევნო პავლეს, შთა-რაჲ-ვიდა კრებულსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
და ვითარ მრავალი შფოთი იყო, შეეშინა ათასისთავსა მას, ნუუკუე განიჭრას პავლე მათგან, უბრძანა მჴედრობასა შთასლვაჲ და გამოტაცებაჲ მისი მათ შორის და მიყვანებაჲ მისი ბანაკად (23,10).:

თარგმანი: იხილე, ვითარ სარგებელ-ეყო პავლეს ჰრომ წოდებაჲ თავისა თჳსისაჲ, რამეთუ მიერითგან შიში შეუჴდა ათასისთავსა ცვად მისსა, რამეთუ უკუეთუმცა ჰვნებოდა რაჲმე ანუ მოკლულ იყო იგი ჰურიათაგან, ვერ განერებოდა იგი პატიჟსა მეფისასა, რამეთუ კაცისა ჰრომისაჲ მიუშუა ვიეთმე მოკლვაჲ. ამისთჳს მჴედართა მიერ გამოიტაცა იგი და შეიყვანა დაცვად შორის ბანაკისა თჳსისა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის