თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: დაღაცათუ ჰურიანი მიმზირდეს მოკლვად, არამედ მე შეწევნისა ღმრთისა მიმთხუევად ღირს ვიქმენ, რომლითა აქა დღედმდე ვდგა ცოცხალი და უწამებ ყოველსა ერსა, რაჲთა ისმინონ ჩემი და მოიქცენ ქრისტესსა.
21. ამიტომ შემიპყრეს იუდეველებმა ტაძარში და მოკვლა დამიპირეს.22. მაგრამ, ღვთის შეწევნით, დღემდე ვდგავარ, ვუმოწმებ დიდსა თუ მცირეს და არაფერს ვამტკიცებ, გარდა იმისა, რასაც წინასწარმეტყველნი და მოსე ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო;23. რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ეუწყებინა ნათელი ხალხისა და წარმართებისთვის.
მოციქულთა საქმეები თავი 26