თარგმანი: ვინაჲთგან ყოველივე სიტყუაჲ თჳსი აღრიპპა მეფისა მიმართ მიაქცია პავლე, ამისთჳს განრისხნა ფესტოს, ვითარმცა ჰვნებოდა რაჲმე პავლესგან, და ბორგნეულ უწოდს მას, ვითარცა განსრულსა ცნობისაგან, ხოლო პავლე გონიერად სიტყუა-უგებს, ვითარმედ: ესე აღრიპპა, ვითარცა მეცნიერი წინაჲსწარმეტყუელთა თქუმულისაჲ, არა სიბორგილ უწოდს სიტყუათა ჩემთა, არამედ ჭეშმარიტებისა და სიწმიდისად. ამისთჳს, ვითარცა მეცნიერსა, მე არარაჲ დაუფარო, ხოლო შენ და შენ თანა ჰრომით მოსრულთა, გინდა-ღა-ვე თუმცა ცნობაჲ ქადაგებისა ჩემისაჲ, არა ყურესა ერთსა, არცა დაფარულსა ადგილსა ქმნილ არს ჯუარცუმაჲ და აღდგომაჲ ქრისტესი, რომელსა მე ვქადაგებ, არამედ შორის ყოვლისა სოფლისა, ქალაქსა შინა იერუსალემსა, ვინაჲ-იგი განისმა ყოველთა კიდეთა.
მოციქულთა საქმეები 26:24
23. რომ უნდა ვნებულიყო ქრისტე და პირველი აღმდგარიყო მკვდრეთით, რათა ეუწყებინა ნათელი ხალხისა და წარმართებისთვის.24. ასე რომ იცავდა თავს, ფესტუსმა ხმამაღლა შესძახა: შმაგობ, პავლე, მეტისმეტ ცოდნას გაუშმაგებიხარ!25. ხოლო მან თქვა: კი არა ვშმაგობ, მძლეთამძლეო ფესტუს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვამბობ.
მოციქულთა საქმეები თავი 26