თარგმანი: იგივე და ერთი კადნიერებაჲ აქუს მოციქულსა ზოგად მორჩილთა მიმართ და ურჩთა სახარებისათა, და არავისისა ურწმუნოებისათჳს დააყენებს ძალსა სიტყუათა თჳსთასა, ვითარ-ესე აწ ურჩთა მათ სახარებისათა წინა-დაუდებს, ვითარმედ არა მისსა მიმართ, არამედ სულისა წმიდისა მიმართ ურჩ არიან, და მოაჴსენებს მათ სიტყუასა მის მიერ თქუმულსა პირითა ესაიაჲსითა, რომელსა ეუწყა წინა-მოსწავებითი იგი, შემდგომად ჟამთა ყოფადისა მის ქრისტეს მიმართ ურჩებისა ჰურიათაჲსა ბრალი, რამეთუ იხილეს განჴორციელებაჲ მისი, რომლისათჳს სმენით ესმინა წინაჲსწარმეტყუელთაგან და არა ინებეს მიხედვაჲ მისი. და მზა იყო წინაშე მათსა სმენაჲ სიტყუათა მისთაჲ და განცდაჲ პირისა მისისაჲ, რომელი-იგი არა სხჳსა ვისმე, არამედ ცხოვართა მათ მიმართ წარწყმედულთა სახლისა ისრაელისათა იტყოდა მივლინებულებასა თჳსსა მამისა მიერ. გარნა მათ სიძულილითა დაიყვნეს სახედველნი და სასმენელნი, ვითარცა გულმძიმეთა და თუალმრუმეთა. ამისთჳს უსიტყუელ არიან წინაშე მერმისა მის სამშჯავროჲსა, რამეთუ არცაღა შემდგომად ურწმუნოებისა და ჯუარის-მცუმელობისა განწირნა იგინი უფალმან, არამედ მარადის მზა იყო იგი თავადი მოციქულთა მისთა მიერ...
მოციქულთა საქმეები 28:25
...განმარტეს მათ, ვინც ეს ზედმიწევნით იცოდნენ: იოანემ, ძემ ქუხილისამ, და პავლემ, ძველისა და ახლის ზედმიწევნით მცოდნემ. პავლე რომში საჯაროდ მიმართავდა მათ, ვინც კი შეიკრიბნენ, მაგრამ შემდეგ განუდგნენ და ნათქვამის მოსმენა ვერ აიტანეს, და ამბობდა: „კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ“ (): „სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ“ (). ხოლო ძე ქუხილისა, როცა ისინი სასწაულებს ხედავდნენ და არ სწამდათ, სწავლებებს ისმენდნენ და ყურადღებას არ აქცევდნენ (რადგან ქრისტემ ლაზარე აღადგინა, ისინი კი ქრისტეს მოკვლას ცდილობდნენ; დემონებს განდევნიდა, ისინი კი მას დემონეულს უწოდებდნენ; მამასთან მიჰყავდა, ისინი კი მას მაცდურს ეძახდნენ და საპირისპირო შეხედულებებს იღებდნენ), ამ წინასწარმეტყველებას იხსენებს და ამბობს: კარგად თქვა ესაიამ წინასწარმეტყველმა: „სმენით გესმასყე და არ გულისხმა-ჰყოთ. და მხედველნი ხედავთ და არა იხილოთ“ ().
6.
რადგან მათი გონების შინაგანი თვალები დაბრმავებული იყო, გარეგანი თვალები მათთვის არაფერს არგებდათ, ვინაიდან გონების განსჯის უნარი...