1.პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში, რათა ელოცათ მეცხრე საათს.2.იყო ერთი კაცი, დაბადებიდანვე დავრდომილი; ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის ბჭესთან, რომელსაც ერქვა „მშვენიერი“, რათა მოწყალება ეთხოვა ტაძარში შემსვლელთათვის.3.როდესაც პეტრე და იოანე დაინახა, ტაძარში შესვლას რომ აპირებდნენ, მოწყალება სთხოვა მათ.4.პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა და უთხრა მას: აბა, შემოგვხედე.5.მანაც იმედით ახედა, ეგებ რამე მიწყალობონო.6.მაგრამ პეტრემ უთხრა: ოქრო-ვერცხლი მე არა მაქვს, ხოლო რაცა მაქვს, მოგცემ: იესო ნაზარეველის სახელით აღდეგ და გაიარე.7.მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები.8.წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს.9.მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის მაქებარს.10.იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად; ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.11.რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ „სოლომონის ბჭესთან“.12.ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს უთხრა: კაცნო ისრაელიტნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ასე? განა ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით ავადგმევინეთ ფეხი?13.აბრაამის, ისააკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა ის აპირებდა გაეთავისუფლებინა იგი.14.მაგრამ თქვენ უარყავით წმიდა, მართალი, და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი მოეცა თქვენთვის.15.ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.16.რაკიღა ირწმუნა მისი სახელი, ეს კაცი, ვისაც ხედავთ და იცნობთ, განამტკიცა მისმა სახელმა; და მისმა რწმენამ ყველა თქვენგანის წინაშე უბოძა სიმრთელე.17.თუმცა აწ ვიცი, ძმანო, რომ უმეცრებით ჩაიდინეთ ეს, ისევე, როგორც თქვენმა მთავრებმა.18.ხოლო ღმერთმა როგორც წინასწარ გვაუწყა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა ვნებულიყო, ასევე აღასრულა.19.მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები,20.მოიწიოს ჟამი სულის მოთქმისა უფლის პირისგან და მოგივლინოთ თქვენთვის წინასწარ აღთქმული იესო ქრისტე,21.რომელიც უნდა მიიღოს ზეცამ, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც დასაბამითვე ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით.22.რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.23.და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, ამოიძირკვება ხალხიდან“.24.ყველა წინასწარმეტყველი, სამუელიდან მოყოლებული, ასევე გვაუწყებდა ამ დღეებს.25.თქვენა ხართ ძენი წინასწარმეტყველთა და აღთქმისა, ღმერთმა რომ აღუთქვა თქვენს მამებს, როდესაც უთხრა აბრაამს: „შენი თესლით იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი“.26.თავისი მსახური რომ აღადგინა, ღმერთმა პირველად თქვენ მოგივლინათ იგი, რათა ეკურთხებინეთ და ბოროტებისაგან განერიდებინა თვითეული თქვენგანი.
1. პეტრე და იოვანე აღვიდოდეს ტაძარსა მას ჟამსა ოდენ ლოცვისასა, ცხრა ჟამს. (3,1).
თარგმანი: ყოველსავე ადგილსა ფრიადი ერთობაჲ იხილვების ორთაჲვე ამათ, ვითარ-იგი საფლავადცა ზოგად მირბიოდეს, და პირველ ამისსა პეტრე იოვანეს წამს-უყოფდა კითხვად განმცემელისათჳს. ეგრეთვე აქა, არა თუ ჰურიაობდეს ტაძრად მისლვითა ამით. არამედ მიერ უმრავლესთა სულთა მოინადირებდეს სასწაულითა ამით, რომელი ესოდენ ზედა-მიწევნით აღწერა ლუკა, რაჲთა ჟამითაცა და ადგილისა დართვითა სარწმუნო ყოს თხრობაჲ ესე, და რაჲთა ლოცვითა მით...
...ჳსისა თანა“, ხოლო აქა თჳთ ადიდებს მამასა, რამეთუ რა-ჟამს გამოჩნდეს ფრიადი იგი ძალი ძისაჲ, მაშინ მამაჲცა იდიდების. ხოლო რაჲ არს იგი, ვითარმედ: „რაჲ ითხოვოთ სახელითა ჩემითა“? ესე იგი არს, რომელსა იტყოდეს მოციქულნი, ვითარმედ: „სახელითა იესუ ქრისტჱსითა აღდეგ და ვიდოდე!“ რამეთუ ყოველნი სასწაულნი რომელნი ქმნნეს, იგი იქმოდა, რამეთუ ჴელი უფლისაჲ იყო მათ თანა.
თ ა რ გ მ ა ნ ი: ჰხედავა უფლებასა ამას, რამეთუ სხუათა მიერ იგი იქმს? ვითარ უკუე ცუდადმეტყუელებენ უკეთურნი, ვითარმედ მას თჳთ შეწევნაჲ უჴმდა? ხოლო სიტყუაჲ იგი, ვითარმედ: „მამისა მივალ“, ესე არს, ვითარმედ: არა წარვწყმდები, არამედ ჩემსა პატივსა შინა ვჰგიე და ცათა შინა ვარ. ხოლო ამას ყოველსა ნუგეშინისსაცემელად მათა იტყოდა, რამეთუ ვინაჲთგან არღა იცოდეს მათ სიტყუაჲ იგი აღდგომისაჲ და შეწუხნებოდეს, ამისთჳს აღუთქუამს, ვითარმედ: მე მარადის ცხოველ ვარ, და რაჲცა ითხოვოთ, მოგცე თქუენ, და უჩუენებს, ვითარმედ ეგოს იგი უკუნისამდე, და არა თუ ოდენ ეგოს, არამედ უმეტესიცა ძალი აჩუენოს. და ესრეთ მხიარულ-ჰყოფდა მათ.
სწავლაჲ ოდ ვითარმედ სათნოებაჲ სულიერი მსხუერპლი არს, და ვეცხლისმოყუარებაჲ ცუდადმ...
სწავლაჲ ჟ სინანულისათჳს და კეთილად მოქალაქობისა და უპოვრებისათჳს:
...მცა მიეცაა ქრისტეს მოწაფეთადა? ჰე, ჭეშმარიტად; რომელმან მოუგონებელნი იგი კეთილნი მისცნა, ოქროჲცამცა უხუებით მიეცა. გარნა არა ხოლო თუ არა მისცა, არამედ ამცნოცა არა მოგებად. ამისთჳს პეტრეს არა სირცხჳლ-უჩნდა სიგლახაკე, არამედ უფროჲსად იქადოდა და იტყოდა: „ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, მიგცეთ შენ“. აწ უკუე პეტრე რომელმან საქმემან სანატრელ-ყო: აღდგინებამან მკელობელისამან ანუ დატეობამან საფასეთამან? თავადისა ქრისტესგან ისწავე, რაჲ ჰრქუა მან მდიდარსა მას, რომელი ეძიებდა საუკუნესა ცხორებასა; არა რქუა, თუ: აღადგინენ მკელობელნი ანუ მკუდარნი, არამედ: „განყიდეო მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე“.
და კუალად პეტრე არა თქუა, თუ: უფალო, აჰა სახელითა შენითა განვასხამთ ეშმაკთა და ვიქმთ სასწაულთა (რამეთუ მრავალსა იქმოდეს), არამედ თქუა: „აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?“
და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაჲ სანატრელ-ყო, არამედ „რომელმან დაუტეოსო სახლი, გინა აგარაკი, გინა ძმანი, ანუ დანი, ანუ მამაჲ, ანუ დედაჲ, ანუ ცოლი, ანუ შვილნი, ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს...
...ძლიერებდა და აცოცხლებდა მათ მოშურნეობას. აი, თვითონ ნეტარმა პეტრემ, როცა დაბადებიდან კოჭლი განკურნა და ყველანი უკვირდათ და აღფრთოვანდნენ, თავისი ჩვეული გულწრფელობით ბრძანა: "კაცნო ისრაიტელნო, რაჲსა გიკჳრს ამას ზედა? ანუ ჩუენ რაჲსა გუხედავთ ვითარცა თჳსითა ძალითა გინა ღმრთის მსახურებითამცა გუექმნა სლვაჲ მაგისი?" (). რატომ, ამბობს, ასე გაოცდით და გაკვირდით ამ მოვლენით? განა ჩვენ თავად მოვახდინეთ ეს, განა საკუთარი ძალით დავუბრუნეთ მას ჯანმრთელობა და სიარულის უნარი მივეცით? "ჩუენ რაჲსა გუხედავთ?" ჩვენ, ჩვენი მხრივ, არაფერი გაგვიკეთებია, მხოლოდ ჩვენი ენა ვიხმარეთ (სიტყვების წარმოსათქმელად); ყველაფერი უფალმა და ბუნების შემოქმედმა მოაწყო. მან, "ღმერთმან აბრაჰამისმან და ისაკისმან და იაკობისმან", რომელთაც თქვენ პატრიარქებად პატივს მიაგებთ; მან, "რომელი თქუენ მიეცით და უარ-ჰყავთ წინაშე პილატესა, რომელმან საჯა განტევებაჲ მისი"; მან მოახდინა ეს; მან, რომელიც, **"წმიდაჲ იგი და მართალი უარ-ჰყავთ და ითხოვეთ კაცი იგი კაცის მკვლელი მიმადლებად თქუენდა. ხოლო წინამძღუარი იგი ცხორებისაჲ მოჰკალთ, რომელი ღმერთმან აღადგინა მკუდრეთით, რომლისა ვართ ჩუენ მოწამე. და სარწმუნოებითა სახელისა მისისაჲთა, ამას რომელსა ჰხედავთ და იცით, განამტკიცა სახელმან მის...