თარგმანი: განუცხადებენ ერსა ათორმეტნი იგი, ვითარმედ: არა უგულებელს-ყოფითა, არამედ უცალოებითა არს დახრწევაჲ იგი ქველის-საქმისაჲ. ამისსა შემდგომად საქმესა განუჩინებენ და რიცხუსა კაცთასა, ხოლო გამორჩევად მათ უბრძანებენ, რაჲთა ყოველთა გამორჩეული ყოველთა სათნო-ეყოს, და მაშინღა მათნი გამორჩეულნი მოციქულთა მიერ დაიდგინნენ, რაჲთა გამორჩევაჲ —მათი იყოს, ხოლო ჴელთდასხმაჲ — მოციქულთა მიერ იქმნეს, და ესრეთ მოიცალონ ქადაგებად სიტყჳსა ღმრთისა, რომლისაგან დახრწევაჲ ტაბლათა მზრუნველობისათჳს არა ჯეროვან უჩნდა, რამეთუ საჭიროთასა უსაჭიროესი უპატიოსნეს არს.
1. ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას.2. მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ.3. მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება.
მოციქულთა საქმეები თავი 6