1.ხოლო იმ დღეებში, როცა იზრდებოდა მოწაფეთა რიცხვი, ელინისტებს შორის დაიწყო დრტვინვა ებრაელთა წინააღმდეგ, ვინაიდან მათი ქვრივები უგულებელყოფილნი იყვნენ ყოველდღიური მსახურებისას.2.მაშინ თორმეტმა მოციქულმა მოუწოდა მოწაფეთა სიმრავლეს და თქვა: არ შეგვფერის ზურგი ვაქციოთ ღვთის სიტყვას და ტაბლებს ვემსახუროთ.3.მაშ, აირჩიეთ, ძმანო, თქვენს შორის შვიდი სარწმუნო, სულით წმიდითა და სიბრძნით აღსავსე კაცი, და მათ მივანდოთ ეს მსახურება.4.ხოლო ჩვენ ლოცვასა და სიტყვის მსახურებას მივუძღვნათ თავი.5.მოეწონა ეს სიტყვა მთელ კრებულს და აირჩიეს სტეფანე, რწმენითა და სულით წმიდით აღსავსე კაცი, ფილიპე და პროხორე, ნიკანორი და ტიმონი, პარმენი და ნიკოლაოსი, ანტიოქელი პროზელიტი,6.რომლებიც წარადგინეს მოციქულთა წინაშე; ილოცეს და ხელი დაადეს მათ.7.იზრდებოდა ღვთის სიტყვა და უჩვეულოდ მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმს; და მღვდელთაგანაც ბევრი დაემორჩილა რწმენას.8.ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.9.მაშინ ადგნენ ზოგიერთნი ეგრეთწოდებულ ლიბერტინთა, კირენელთა და ალექსანდრიელთა სინაგოგიდან, აგრეთვე კილიკიელთა და ასიელთაგან, და დავა დაუწყეს სტეფანეს.10.მაგრამ ვერ შესძლეს წინ აღდგომოდნენ სიბრძნეს და სულს, რომლითაც ლაპარაკობდა იგი.11.მაშინ წააქეზეს რამდენიმე კაცი და ათქმევინეს: ჩვენ გვსმენია, როგორ გმობდა მოსეს და ღმერთსო.12.და აღძრეს ხალხი, უხუცესნი და მწიგნობარნი, თავს დაესხნენ, მოიტაცეს და სინედრიონში მიიყვანეს.13.წარმოადგინეს ცრუ მოწმენი, რომლებმაც თქვეს: ეს კაცი ერთავად ამ წმიდა ადგილისა და რჯულის ძვირს ამბობს.14.რადგანაც მისგან გაგვიგონია, რომ იესო ნაზორეველი დაანგრევს ამ ადგილს და შეცვლის წეს-ჩვეულებებს, მოსემ რომ მოგვცა ჩვენ.15.მას უყურებდა ყველა, ვინც იჯდა სინედრიონში, და ხედავდა მის სახეს, როგორც სახეს ანგელოზისას.
ამათ დღეთა შინა განმრავლებასა მას მოწაფეთასა იყო დრტჳნვაჲ ბერძენთაჲ ებრაელთა მიმართ, რამეთუ უგულებელს-იქმნებოდა მსახურებაჲ იგი დღითი-დღედი ქურივთა მათთაჲ. (6,1).
თარგმანი: რაოდენ წინა-აღმდგომნი ჰბრძოდეს, ეგოდენ მოწაფენი განმრავლდებოდეს, და ვითარცა მზა არს უწესოებისა გამოჩინებაჲ სიმრავლესა თანა ერისასა, შფოთი შემოვიდოდა არა გარეთ და უცხოთაჲთ, არამედ შინაგან მორწმუნეთაჲთ, რომელნი-იგი არა თუ შჯულითა, არამედ ენითა განყოფილ იყვნეს, და მიზეზ დრტჳნვისა მის იყო უდებებაჲ, რამეთუ არა სიძჳრითა, არამედ...
ხოლო სტეფანე სავსე იყო მადლითა და ძალითა, იქმოდა ნიშებსა და სასწაულებსა დიდ-დიდსა ერსა შორის (6,8).
თარგმანი: იხილე, ვითარ შჳდთა დიაკონთაცა შორის ჯერ-იყო ყოფაჲ უპირატესისაჲ, ვითარ-ესე იყო სტეფანე, რომელი ვინაჲთგან ნათლისღებისა მიერ სავსე იყო სულითა წმიდითა და აქუნდა არა ლიტონი ოდენ, არამედ ძლიერი და მდიდარი სარწმუნოებაჲ, რამეთუ ორ-სახე არს სარწმუნოებაჲ: პირველი-იგი — ახალთაჲ, რაჲთა ჰრწმენეს და ნათელიღონ, ხოლო მეორე — სრულთაჲ, რაჲთა აქუნდეს სარწმუნოებაჲ სასწაულთა მოქმედებისაჲ, ვიდრე მთათა...
...ცეულ ვართ, ვინ ევედრებოდის ღმერთსა და მოწყალე-ჰყოფდეს ჩუენ ზედა? ამისთჳსცა არა არს ჩუენდა ჟამი აღებად პირისა, რამეთუ არარაჲთა განყოფილ არიან ეკლესიანი სახლთა საერისკაცოთა. არა გასმიესა, ვითარმედ უზრუნველადცა შეკრებულთა საფასეთა განყოფად არა თავს-იდვეს მოციქულთა, არამედ სხუანი დაადგინნეს მსახურებად საქმისა მის? ხოლო აწ ვაჭართაცა წარჰჴდეს ებისკოპოსნი ზრუნვითა წარმავალთა საქმეთაჲთა და დაუტეობიეს საქმე თჳსი, რომელ-იგი არს ზრუნვაჲ სულთა თქუენთაჲ.
ამას არა ცუდად ვიგლოვ, არამედ ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა გულისჴმაჰყოთ თქუენ და ექმნეთ საუნჯე ეკლესიათა და მწყალობელ გლახაკთა, რაჲთა მღდელთმოძღუარნი ზრუნვასა ოდენ სულთა თქუენთასა და ლოცვასა განეკრძალნენ და შეწევნასა ჭირვეულთასა და მოღუაწებასა უცხო-თასა და ობოლთა ზრდასა და ქურივთა ჴელის-აპყრობასა, ვითარცა მოციქულთა განაწესეს. ხოლო უკუეთუ არა ისმინოთ, აჰა ესერა გლახაკნი წინა-შე თუალთა ჩუენთა არიან. რავდენთაცა ძალ-გუედვას ჩუენ გამოზრდად, არა უდებ ვიქმნეთ, რავდენთაჲ ვერ ჴელ-გუეწიფებოდის, იგინი თქუენ დაგიტევნეთ გამოზრდად. ხოლო უკუეთუ უგულებელს-ჰყვნეთ, ეკრძალენით, ნუუკუე გესმას მას დღესა საშინელი იგი ჴმაჲ, ვითარმედ: „მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი“, და შემდგ...