1.მაშინ მღვდელმთავარმა უთხრა: ნუთუ მართლა ასეა ეს?2.ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,3.და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.
...ცდომილებას, არამედ გამოავლინა მოშურნეობა ღვთისადმი სათნოყოფაში, ამიტომ ჯერ კიდევ ქალდეის მიწაზე ზეციური მოხილვის ღირსი გახდა. ამის შესახებ ძალიან ნათლად მოწმობს ნეტარი სტეფანე, რომელიც ამბობს: „ღმერთი დიდებისაჲ ეჩუენა მამასა ჩუენსა აბრაჰამს, ვიდრე იყო-ღა იგი შუა მდინარეს, პირველ დამკჳდრებისა მისისა ქარანს შინა" (). შენ იცი, როგორ გამოიწვია ამ გამოცხადებამ მისი წამოსვლა იქიდან. რასაკვირველია, ის ღვთისადმი სათნოყოფით, მშობლების მიმართაც პატივისცემას იჩენდა; მაგრამ მამამაც ისე უყვარდა, რომ მისი გულისთვის თავადაც წავიდა იქიდან და შვილისადმი სიყვარულის გამო სამშობლოს დატოვება და უცხო ქვეყანაში დამკვიდრება გადაწყვიტა. მაგრამ ყურადღებით შეხედე, როგორ სწორედ ღვთის ეს მოხილვა, რომელიც მისი პირველი სათნოებებისთვის ეღირსა, ამ სათნოებებს კიდევ უფრო ბრწყინვალეს ხდის. მან გადაწყვიტა სამშობლოს მიწა დაეტოვებინა და უცხოეთში დამკვიდრებულიყო, რათა ღვთის ბრძანება აღესრულებინა. და მზად იყო, მეჩვენება, ნათესავების გარეშეც, მარტომ თავისთავად დაეწყო მოგზაურობა, მაგრამ, როგორც ადრე ვთქვი, ამ კაცის სათნოებამ და მშობლებისადმი სიყვარულმა მამაც წამოყოლებას აიძულა.
როცა ხარანში მივიდნენ, იქ კარავი აღმართეს. ხოლო თარას სიკვდილის შემდეგ (ასე ერქვა მის მამას), ღმერთი...