თარგმანი: ღმერთი დიდებისაჲ ითქუმის, რამეთუ არავისგან მოქენე არს იგი კაცობრივსა დიდებასა, რამეთუ თჳთ იგი არს ძირი და წყაროჲ ყოვლისა დიდებისაჲ. ამისთჳს არა ჴელით ქმნულთა ტაძართა სათნო-იყოფს, არცა შჯულიერისა მსახურებისაგან იდიდების. ხოლო ამისთჳს ზემო აბრაჰამისითგან იწყებს წინამძღუარი მოწამეთაჲ, რაჲთა ცხად-ყოს, ვითარმედ პირველ სჯულისა, სარწმუნოებითა ოდენ სათნო-ეყო ღმერთსა, და ვითარმედ არა იყო მაშინ ტაძარი და მსხვერპლები შჯულისაჲ, რაჟამს ეჩუენა ღმერთი აბრაჰამს. ამისთჳს, ოდესცა სთნდეს, არარათ ნივთთა მოქენე არს, არამედ თჳნიერ ტაძრისა და მსხუერპლთა, უსისხლოჲთა მსხუერპლითა ქებისა და აღსაარებისაჲთა განაგებს წყალობასა ჩუენსა. გარნა ესე საძიებელ არს, თუ რაჲსათჳს წიგნი დაბადებისაჲ ქარანს შინა იტყჳს ჩუენებასა აბრაჰამისასა ღმრთისა მიერ და მუნით ბრძანებასა გამოსლვისასა, ხოლო სტეფანე — პირველ ქარანს დამკჳდრებისა, მუნვე შუამდინარეს, ქუეყანასა ქალდეველთასა? ცხად არს უკუე, ვითარმედ სტეფანე განგებულებითგან იწყებს, რამეთუ ესე წინაჲსწარი იყო განგებულებაჲ, ერთ-გზის ცვალებაჲ მათი სამკჳდრებელისაგან პირველისა. ხოლო წიგნი დაბადებისაჲ მას ჟამსა ოდენ იტყჳს, ოდეს...
მოციქულთა საქმეები 7:3
2. ხოლო მან თქვა: კაცნო, ძმანო და მამანო, მისმინეთ: ღმერთი დიდებისა ეჩვენა მამას ჩვენსას აბრაამს შუამდინარეთში ყოფნისას, ხარანში მის დასახლებამდე,3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.
მოციქულთა საქმეები თავი 7