თარგმანი: დაღაცათუ თარაჲსთჳს წერილ არს გამოსლვაჲ ქუეყანით ქალდეველთაჲთ და დამკჳდრებაჲ ქარანს შინა, არამედ ვინაჲთგან აბრაჰამს მიეღო ბრძანებაჲ მიერ გამოსლვისაჲ და თარა ვერ წინ აღუდგა მას, არამედ თანა წარმოჰყვა, ამისთჳს თარაჲსთჳს თქუმულსა წარმოსლვასა წიგნისასა სტეფანე აბრაჰამისდად იტყჳს, რამეთუ იგი იყო მიზეზ თარაჲს გამოყვანებისა.
მოციქულთა საქმეები 7:4
3. და უთხრა მას: გამოდი შენი ქვეყნიდან და შენი სანათესაოდან და წადი იმ ქვეყანაში, რომელსაც მე გიჩვენებ.4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის შემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.
მოციქულთა საქმეები თავი 7