თარგმანი: რომელნი-იგი იქადოდეს შვილებასა აბრაჰამისსა, მათ უტყჳს, ვითარმედ უცხო არიან მსგავსებისაგან საქმეთა მისთაჲსა, გარნა ხოლო ნაყოფსა შრომათა მისთასა ჭამენ ქუეყანასა მას აღთქუმისასა, რომელსა ზედა მკჳდრ არიან; რამეთუ მან შრომით და ჭირით მწირობასა შინა აღასრულნა დღენი თჳსნი და არაოდეს ურჩ და ურწმუნო იქმნა ბრძანებათა და აღთქუმათა ღმრთისათა, არამედ გულსავსე იყო დაპყრობად ქუეყანისა მის, რომელსა შინა არცაღა ფერჴის წარსადგმელი ადგილი აქუნდა, და ნათესავისა მისისა განმრავლებად, რომელსა მოხუცებულობასა შინა არცაღა ერთი შვილი ესუა. ამისთჳს შვილებასა ამისსა დაიმკვდრებენ წარმართთაგანნი მორწმუნენი, რომელთა შეუორგულებელითა სასოებითა საუკუნთოჲსა ცხორებისაჲთა აღასრულონ ბრძანებაჲ ქრისტესი, და იჯმნან სოფლისაგან და საქმეთა მისთა, აღებითა ჯვარისაჲთა და შედგომითა მისდა, და მსგავსად აბრაჰამისსა მწირ და წარმავალ ყოფითა სოფელსა შინა, ვითარცა ლტოლვილთა თჳსისა მამულისაგან.
მოციქულთა საქმეები 7:5
4. მაშინ გამოვიდა ქალდეველთა ქვეყნიდან და ხარანს დასახლდა, ხოლო მამამისის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა გადმოასახლა ამ ქვეყანაში, სადაც ახლა თქვენ სახლობთ.5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის შემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.6. და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს.
მოციქულთა საქმეები თავი 7