თარგმანი: ესოდენ ბრმა არს უკეთურებაჲ; რამეთუ ვითარ ეგების ქმნაჲ ღმრთისაჲ, ანუ ვითარ ღმერთ არს შექმნული იგი? გარნა იტყჳან აჰრონისთჳს, ვითარმედ: არა თუ გონებითა განდრკა ღმრთისაგან, არამედ ღონისძიებით დროებდა მოლოდებისათჳს მოსესსა. და რაჟამს უღონო იქმნა, საძნაური საქმე ითხოვა მათგან; ნუუკუე ვერ შეუძლონ მოღებად სამკაულსა ცოლთა მათთასა, გარნა ეშმაკმან მსწრაფლ შეკრებად სცა და აჰრონ ამას გულისჴმა-ჰყოფდა, ვითარმედ: ვინაჲთგან უსმ არიან, სამართალ არს, რაჲთა მოეძარცოს ნიში იგი მორჩილებისაჲ — საყური — ყურთა მათთა. და რაჟამს იქმნა ჴბოჲ იგი, მაშინცა კიცხევით ჰრქუა: ესე არიან ღმერთნი შენნი, რომელთა გამოგიყვანეს შენ ქუეყანით ეგჳპტით, რაჲთამცა ჴსენებად მოიყვანნა იგინი სასწაულსა მას ზღჳსა განპებისასა, არამედ ეგრეთცა განრისხნა-ვე ღმერთი აჰრონისთჳს, რამეთუ არა კადნიერებით წინა-განეწყო სიბორგილესა ერისასა, და არა შეუნდობდა მას, ვიდრემდის არა მოსე ევედრა მისთჳს.
მოციქულთა საქმეები 7:41
40. და უთხრეს აარონს: შეგვიქმენი ღმერთები, რომლებიც გვიწინამძღვრებენ: ვინაიდან არ ვიცით, რა შეემთხვა მოსეს, რომელმაც გამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან.41. შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს.42. მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისრაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს?
მოციქულთა საქმეები თავი 7