თარგმანი: ყოველსავე ადგილსა წმიდათა წერილთასა, სადაცა მიქცევაჲ და მიცემაჲ გესმას, მიშუებად ღმრთისა გულისჴმა-ყავ, რამეთუ რაჟამს ბილწებისათჳს საქმეთა ჩუენთაჲსა განგუაშოროს ღმერთმან შეწევნაჲ მისი, მიერითგან მზა ვართ წარსატაცებელად ჴელისაგან ეშმაკთაჲსა, რომელთა განზრახვაჲ ესე არს, რაჲთა ნაცვალად დამბადებელისა დაბადებულთა ჰმონებდენ კაცნი. ხოლო აწინდელი ესე მსახურებაჲ ძალთა ცისათაჲ არა ანგელოზთათჳს თქუმულ არს, არამედ მნათობთათჳს ცისათა, რამეთუ ჴბოსა მას სახე აქუნდა მთიებისაჲ და ვიეთნიმე მთოვარესაცა უგებდეს, ვითარცა დედუფალსა ცისასა.
მოციქულთა საქმეები 7:42
41. შექმნეს იმ დღეებში ხბო. მსხვერპლი შესწირეს და შეჰხაროდნენ მათივე ხელით ქმნილს.42. მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისრაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს?43. თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი, რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს მიღმა“.
მოციქულთა საქმეები თავი 7