მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მოციქულთა საქმეები 7:6

5. ტერფის ოდენა მიწაც კი არ მიუცია იქ სამკვიდროდ, მაგრამ აღუთქვა, რომ მის შემდეგ სამკვიდრებლად მისცემდა მასაც და მის თესლსაც, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილი.6. და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს.7. „მაგრამ მე განვსჯი იმ ხალხს, რომელიც მას დაიმონებს, თქვა ღმერთმა; ამის შემდეგ კი გამოვა იქიდან და ამ ქვეყანაში მემსახურება მე“.
მოციქულთა საქმეები თავი 7
6. და უთხრა ღმერთმა, რომ მისი თესლი ხიზნად იქნებოდა უცხო ქვეყანაში, დამონებული და დაბეჩავებული ოთხას წელიწადს.
თავი ჱ̂. ჰურიათა აღდგომისათჳს სტეფანეს ზედა და ქვითა განტჳნვისა მისისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
ეტყოდა მას ღმერთი ესრეთ, ვითარმედ: მწირ იყოს ნათესავი შენი ქუეყანასა უცხოსა და დაიმონებდენ მათ და ძჳრსა უყოფდენ ოთხას წელ. და ნათესავი იგი, რომელსა ჰმონებდენ, ვსაჯო მე, თქუა უფალმან. და ამისა შემდგომად გამოვიდენ და მმსახურებდენ მე ქუეყანასა ამას (7,6-7).:

თარგმანი: არა წინა-აღუდგების ესე გამოსლვათა წიგნსა, რომელი-იგი შემდგომად ოთხას ოცდაათისა წლისა იტყჳს გამოსლვასა ძეთა ისრაელისათასა, რამეთუ ოთხას ოც და მეათესა გამოვიდეს. ხოლო სტეფანე ძჳრის ყოფისა საზღვრად იტყჳს მეოთხასესა წელიწადსა. ნუ-უკუე სხუანი-იგი ოცდაათნი პირველსა ჯერსა შთასლვასა მათსა თჳნიერ ძჳრის-ხილვისა დაყვნეს! და კუალად, არა იტყჳს, ვითარმედ: მეოთხასესა წელსა გამოვიდეს; არამედ — ამისა შემდგომადო, რომელი-ესე უსაზღვროდ თქუმითა ოც და ათთა მათცა წელთა ზედა-დაჰრთავს. რამეთუ სამეოც და ათხუთმეტით წლითგან აბრაჰამისით, ოდეს აღთქუმაჲ ესე ესმა, ვიდრე მეასედ წლადმდე აბრაჰამისა — წელიწადნი ოც და ხუთ, ისაკისნი — სამეოც იაკობისნი — ოთხმეოც და ათცხრამეტ, იოსებისნი — ას ორმეოც და ოთხ და იოსების სიკუდილითგან ვიდრე გამოსლვადმდე სრულ იქმნების რიცხჳ ოთხას ოც და ათისა წლისაჲ, რომელსა შინა ისრაელნი გამოვიდეს და მეგჳპტელნი ისაჯნეს.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის