...ცნენ მოციქულები, როცა ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ და სუნთქავდნენ; სტეფანე კი, როცა ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა მოწყვეტოდა, თავისი ჩამქოლავებისა და მკვლელებისთვის არა მხოლოდ რაიმე ბოროტს არ ითხოვდა, არამედ ლოცვით ცდილობდა, ამ ცოდვის გამო მოწეული რისხვისგან გამოეხსნა ისინი, და ამბობდა: „ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“ (). მაშ, რა პატიების ღირსნი იქნებიან, რა გამართლებისა, ისინი, ვინც მტრების წინააღმდეგ ლოცულობენ? და როგორ შეისმინება ასეთი ლოცვა, როცა იგი ღვთის კანონების საწინააღმდეგოდ აღევლინება? ამიტომ ნურაფერ მსგავსს ვიტყვით. რადგან არა მხოლოდ მტრების წინააღმდეგ ლოცვა არ გვმართებს, არამედ მათდამი რისხვაც უნდა აღმოვფხვრათ; ამიტომ ამბობს: „მნებავს უკუე ლოცვაჲ მამათაჲ ყოველსა ადგილსა აპყრობად წმიდად ჴელთა თჳნიერ რისხვისა და გულის ზრახვისა“ (). ესე იგი, თუნდაც მტერი გყავდეს, ჩააქრე რისხვა და ასე მიეახლე მეუფეს; არა მხოლოდ პირით არაფერი თქვა მტრის წინააღმდეგ, არამედ გონებაც გაათავისუფლე ამ შხამისგან....
განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის
....
ამბობს: „მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; მგმობართა ჩუენთა ულოცავთ“ (). მოუსმინე სტეფანეს, რომელიც ამბობს: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“ (). იგი არა მხოლოდ მათ დასაწყევლად არ ლოცულობდა, არამედ მათთვის ლოცულობდა კიდეც; შენ კი არა მხოლოდ მათთვის არ ილოცე, არამედ დასაწყევლადაც ილოცე. როგორც ის საკვირველია, ასევე შენ უკიდურესად ბოროტი ხარ. ვის მივიჩნევთ საკვირველად, მითხარი? მათ, ვისთვისაც ილოცა, თუ მას, ვინც მათთვის ლოცულობდა? ცხადია, მას; ხოლო თუ ჩვენ ასე ვაფასებთ, მით უფრო ღმერთი. გსურს, მტერი დაისაჯოს? მისთვის ილოცე, მაგრამ არა ამგვარი განზრახვით, არა როგორც დამსჯელმა; სასჯელი მას მაინც ეწევა, მაგრამ შენ ამ მიზნით ნუ ილოცებ.
თუმცა ნეტარი სტეფანე ყველაფერს უსამართლო...
...კეთილი უყო ძმათა თჳსთა; იხილე მოსე, რომელსა მრავალი ძჳრი შეამთხჳეს ებრაელთა, და იგი მათთჳს ევედრებოდა ღმერთსა; იხილე ნეტარი პავლე, რომელსა აღრიცხუვადცა ვერ ეძლო ბოროტთა მათთა და ცეცხლებრ ეტყინებოდა სიყუარულითა მათითა; იხილე სტეფანე, რომელსა დაჰკრებდეს ქვასა, და იგი იტყოდა: „უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას“.
ესე ყოველივე გულისჴმა-ვყოთ, საყუარელნო, და განვაგდოთ ჩუენგან ყოველი რისხვაჲ და ძჳრის-ჴსენებაჲ, რაჲთა ჩუენცა მოგჳტევნეს ღმერთმან თანანადებნი ჩუენნი მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა სულით წმიდითურთ შუენის დიდებაჲ, სიმტკიცე, პატივი და თაყუანის-ცემაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.