თარგმანი: ვერ მკადრე იქმნნეს პირველ ტაბითაჲს სიკუდილისა მიწოდებად პეტრესსა, რაჲთა განკურნოს იგი სნებისაგან, რამეთუ ეშინოდა დახრწევად სახარებისა მისისა, ხოლო რაჟამს დამძიმდა განსაცდელი იგი, შემდგომად სიკუდილისა და განბანისა არა დაჰფლეს, არამედ დადვეს ქორსა შინა, რამეთუ ასმიოდა მახლობელ ყოფაჲ პეტრესი. და მიავლინნეს მისსა სასოებითა მტკიცითა, რაჲთა მივიდეს მათდა, ვითარცა შემძლებელი აღდგინებად მისსა.
მოციქულთა საქმეები 9:37
36. ხოლო იოპეში იყო ერთი მოწაფე ქალი, სახელად ტაბითა, რაც თარგმანით ნიშნავს ქურციკს; სავსე იყო კეთილი საქმითა და მოწყალებით, რასაც იქმოდა.37. მოხდა ისე, რომ იმ დღეებში დასნეულდა და მოკვდა. განბანეს და ქორედში დაასვენეს.38. რაკი იოპე ლიდიასთან ახლოსაა, მოწაფეებმა გაიგეს, პეტრე იქ არისო, და სათხოვნელად აახლეს ორი კაცი, რათა დაუყოვნებლივ მისულიყო მათთან.
მოციქულთა საქმეები თავი 9