მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფილიპელთა მიმართ 1:16

15. თუმცა ზოგიერთნი შურით და ურთიერთჯიბრით, ზოგიერთნი კი კეთილგანწყობით ქადაგებენ ქრისტეს.16. ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს.17. მეორენი კი - სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ.
ფილიპელთა მიმართ თავი 1
16. ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს.
თავი ბ̂. მითხრობაჲ მოთმინებისა თჳსისა და გულსმოდგინებისაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელნიმე შურით და ჴდომით, რომელნიმე სათნოებისათჳსცა ქრისტესა ქადაგებენ. რომელნი-იგი ჴდომით ქრისტესა მიუთხრობენ არაწმიდებით, ჰგონებენ ჭირთა მოწევნად კრულებათა ამათ ჩემთა; ხოლო რომელნიმე — სიყუარულით: უწყიან, რამეთუ სიტყჳსგებად სახარებისა მისთჳს ვდგა მე (1,15-17).:

თარგმანი: ჟამთა მათ მოციქულისა პყრობილებისათა იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი შურითა და ჴდომითა მოციქულისაჲთა მიმოვიდოდეს და ქადაგებდეს სახარებასა ქრისტესსა; კაცნი ყოვლად ურწმუნონი და უცხონი ქრისტესგან; გარნა იგინი ამისთჳს ჰყოფდეს მას სიდრკუითა გონებისაჲთა, რაჲთა, ესმეს რაჲ ნერონს, ვითარმედ აწცა მოწაფენი პავლესნი მიმოვლენ და ქადაგებენ ქრისტესა, უმეტესად განძჳნებულმან უმძაფრესითა გუემითა მალიად მოაკუდინოს იგი, ვითარცა მიზეზი ესევითართაჲ. რამეთუ მზაკუვარებით ქადაგნი იგი ჭეშმარიტებისანი მოწაფედ მოციქულისა და მის მიერ წარმოვლინებულად სახელ-სდებდეს თავთა თჳსთა, რაჲთა ესრეთ მათ ძლით უმეტეს იტანჯოს მოციქული, რომელი-ესე დიდი პატივი იყო პავლესი, ვითარ მიზეზითა ჴორცთა მისთა ტანჯვისაჲთა ურწმუნოთაცა მიერ იქადაგებოდა ქრისტე. ხოლო იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი სიყუარულით, არა პირველთა მათებრ არაწმიდებით, არამედ ფრიადითა სიწმიდითა გონებისაჲთა მეცნიერ იყვნეს მოციქულისასა, ვითარმედ უხარის მოციქულსა ყოველი ჭირი და შრომაჲ, რომელი შეემთხჳოს ქრისტეს ქადაგებისათჳს, რომლისათჳს-იგი ჩინებულ არს ღმრთისა მიერ და სიტყუაჲ მიეჴადების, არათუ მრავალნაწილად პირებისა მიერ...

სრულად ნახვა
ფილიპელთა მიმართ ებისტოლე თავი 2
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
პავლესი: რომელნიმე ქადაგებენ სიყუარულით, რომელნიმე ჴდომით ქრისტესა მიმოდასდებენ (1,16-17).:

თარგმანი: ამას იტყჳს, ვითარმედ რომელნიმე სიწრფოებით ქრისტესა ქადაგებენ და რომელნიმე — შურითა ჩემითა, რაჲთამცა უმეტესად აღეტყინა რისხვაჲ მეფისაჲ, რამეთუ ვინაჲთგან პავლე შეპყრობილ იქმნა, მაშინ ურჩულონი ვინმე მიმოვიდოდეს და. ქრისტესა ქადაგებდეს და იტოდეს, ვითარმედ: პავლეს უსწავებიეს ჩუენდა; რაჲთამცა უმეტესად განრისხნა მისთჳს მეფე და ადრე მოკლა.

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის