თარგმანი: ჟამთა მათ მოციქულისა პყრობილებისათა იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი შურითა და ჴდომითა მოციქულისაჲთა მიმოვიდოდეს და ქადაგებდეს სახარებასა ქრისტესსა; კაცნი ყოვლად ურწმუნონი და უცხონი ქრისტესგან; გარნა იგინი ამისთჳს ჰყოფდეს მას სიდრკუითა გონებისაჲთა, რაჲთა, ესმეს რაჲ ნერონს, ვითარმედ აწცა მოწაფენი პავლესნი მიმოვლენ და ქადაგებენ ქრისტესა, უმეტესად განძჳნებულმან უმძაფრესითა გუემითა მალიად მოაკუდინოს იგი, ვითარცა მიზეზი ესევითართაჲ. რამეთუ მზაკუვარებით ქადაგნი იგი ჭეშმარიტებისანი მოწაფედ მოციქულისა და მის მიერ წარმოვლინებულად სახელ-სდებდეს თავთა თჳსთა, რაჲთა ესრეთ მათ ძლით უმეტეს იტანჯოს მოციქული, რომელი-ესე დიდი პატივი იყო პავლესი, ვითარ მიზეზითა ჴორცთა მისთა ტანჯვისაჲთა ურწმუნოთაცა მიერ იქადაგებოდა ქრისტე. ხოლო იყვნეს ვიეთნიმე, რომელნი სიყუარულით, არა პირველთა მათებრ არაწმიდებით, არამედ ფრიადითა სიწმიდითა გონებისაჲთა მეცნიერ იყვნეს მოციქულისასა, ვითარმედ უხარის მოციქულსა ყოველი ჭირი და შრომაჲ, რომელი შეემთხჳოს ქრისტეს ქადაგებისათჳს, რომლისათჳს-იგი ჩინებულ არს ღმრთისა მიერ და სიტყუაჲ მიეჴადების, არათუ მრავალნაწილად პირებისა მიერ...
ფილიპელთა მიმართ 1:17
16. ერთნი ჯიბრით ქადაგებენ ქრისტეს არაწმიდად, რათა ურვა მიუსართონ ჩემს ბორკილებს.17. მეორენი კი - სიყვარულით, რადგანაც იციან, რომ სახარების დამცველად ვდგავარ.18. მერედა, რა? როგორც უნდა იქადაგებოდეს ქრისტე, პირმოთნეობით თუ ჭეშმარიტებით, მე ვხარობ და კვლავაც ვიხარებ,
ფილიპელთა მიმართ თავი 1